Thumbnail
  • პარაგვაი 2:2 ყატარი
  • 1:0 - კარდოსო (4), 2:0 - გონსალესი (56), 2:1 - ალმოეზი (68), 2:2 - ხუხი (77)

უცნაურად დაიწყო კოპა ამერიკაზე B ჯგუფის მატჩები, ჯერ არგენტინა კოულუმბიასთან დამარცხდა, ხოლო დღეს პარაგვაიმ ტურნირის დებიუტანტს და აუტსაიდერს - ყატარის ნაკრებს ვერ მოუგო.

სამხრეთ ამერიკელები შეხვედრას - 2:0 იგებდნენ. ოსკარ კარდოსომ მეოთხე წუთზე პანალტი გაიტანა, ხოლო დენის გონსალესმა შესაშნიშნავი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

პარაგვაი 2:2 ყატარი • შედეგიანი ფრე კოპა ამერიკაზე

Posted by Silk Sport on კვირა, 16 ივნისი, 2019

მიუხედავად ამისა, ფელიქს სანჩესის გუნდმა მობილიზება შეძლო და ბოლო 20 წუთში ანგარიში გაათანაბრა. პარაგვაის ჯერ ალი ალმოიზიმ გაუტანა, ხოლო ანგარიში ალ-სადის შემტევმა - ბუალემ ხუხიმ დაახლოვებით 10 წუთში გაათანაბრა.

საბოლოო ჯამში პირველი ტურის შემდეგ B ჯგუფში არგენტინა ბოლო ადგილს იკავებს, კოლუმბია პირველზე და დღევანდელი მატჩს მონაწილეები თანაბარი მაჩვენებლებით მეორე-მესამეს იყოფენ.

კომენტარები

ბოლო ამბები