Thumbnail

‘სიმართლე ვთქვათ, შეცდომა დაუშვეს!’ - ტოჩინოშინი საქართველოშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლევან გორგაძე საქართველოში დაბრუნდა
  • ტოჩინოშინმა სკანდალურ ბრძოლაზე ისაუბრა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე საქართველოში ჩამოვიდა. ნაცუ ბაშოზე ოძეკის წოდების დაბრუნების შემდეგ, ეს ტოჩინოშინის პირველი ვიზიტია სამშობლოში.

ლევან გორგაძემ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში 5 დღე დარჩება. მან ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კომენტარი იმ სკანდალურ ბრძოლაზეც გააკეთა, რომელშიც მას მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს.

'სიმართლე ვთქვათ, ეს მსაჯების შეცდომა იყო, მაგრამ ახლა ამას აღარაფერი ეშველება!' - ტოჩინოშინი

შეგახსენებთ, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ, სუმოს ბოსებმა ირიბად აღიარეს, რომ მსაჯებმა ტოჩინოშინს იმპერატორის თასისთვის ბრძოლის შანსი შეცდომით წაართვეს.

“მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისთვის. მაისის ბაშო მართლაც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ოძეკის ტიტული დასაბრუნებელი მქონდა და საბედნიეროდ, წოდება დავიბრუნე. სამწუხაროდ, ჩემპიონობა დავკარგე, მაგრამ მომავალი წინ არის. რაც შეეხება ასანოიამასთან სკანდალურ ბრძოლას: სიმართლე ვთქვათ, ეს მსაჯების შეცდომა იყო, მაგრამ ასეთი რაღაცები ყოველთვის და ყველა სპორტში ხდება. ახლა ამას აღარაფერი ეშველება,” - განაცხადა ტოჩინოშინმა.

წაიკითხედაგვიანებული აღიარება - ტოჩინოშინს გამარჯვება შეცდომით წაართვეს

ლევან გორგაძეს აეროპორტში ქომაგებთან ერთად, საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურიაც (კოკაი) დახვდა. “ვულოცავ ლევანს ოძეკის ტიტულის დაბრუნებას. ამით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი სპორტსმენია. ვუსურვოთ წარმატებები, რომ მომდევნო ბაშოზე უფრო უკეთ იასპარეზოს,” - აღნიშნა კოკაიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები