Thumbnail

კიკბოქსინგი | 16 წლის ელენე ლოლაძემ მსოფლიო თასი მოიგო!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩემპიონატში 42 ქვეყნის 3 000-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა
  • ელენე იტალიაში საქართველოს ჩემპიონის რანგში გაემგზავრა

იტალიის ქალაქ რიმინიში კიკბოქსინგის პოპულარული და პრესტიჟული ტურნირი, მსოფლიო თასი გაიმართა. ჩემპიონატში 42 ქვეყნის 3 000-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის იყო 16 წლის ქართველი მებრძოლი, ელენე ლოლაძე. 

ელენე იტალიაში საქართველოს ჩემპიონის რანგში გაემგზავრა და პრესტიჟულ ტურნირზეც ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. თებერვლიდან მოყოლებული, ელენეს ზედიზედ 7 გამარჯვება ჰქონდა და ეს სერია იტალიაში გაგრძელდა. 16 წლის ლოლაძემ რიმინიში მორიგი გამარჯვებები მოიპოვა და მსოფლიო თასი დამსახურებულად ჩაიბარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები