Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა კუბა დაამარცხა და ერთა ჩემპიონატი მოიგო!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 31:21 კუბა
  • ქართველი ხელბურთელების ტრიუმფი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატის გათამაშებაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალურ შეხვედრაში კუბა დიდი ანგარიშით, 31:21 დაამარცხა. თამაში ქართველი ხელბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და სხვაობაც პროპორციულად იზრდებოდა. პირველი ტაიმი მაქსიმოვიჩის შეგირდებმა 14:10 მოიგეს, მეორე ტაიმი 17:11 და საბოლოოდ, 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.

მთელი თამაშის განმავლობაში, იქამდე დაუმარცხებელი კუბა მდევრის როლში იყო, ფინალურ შეხვედრაში კი გაიმაჯვა უკეთესმა გუნდმა. კუბელები უფრო ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩეოდნენ, საქართველოს ნაკრებს კი არც ინდივიდუალიზმი აკლდა და არც გუნდური დისციპლინა, რამაც შესაბამისი შედეგი მოიტანა. საქართველოს ნაკრებში ბრწყინვალე იყო მეკარე შოთა თევზაძე, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში ირლანდიას, მალტას, აშშ-ს, ნიგერიასა და ბულგარეთს აჯობა, ნახევარფინალში კი დიდი ბრიტანეთის ნაკრები 28:21 დაამარცხა. ასევე დაუმარცხებელი იყო კუბა, რომლის ძლევით საქართველოს ნაკრებმა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი, IHF ერთა ჩემპიონატი მოიგო. ტურნირი თბილისში გაიმართა, ფინალურ შეხვედრას სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

📺 ვიდეო: საქართველო 31:21 კუბა (მიმოხილვა)

საქართველოს ნაკრების ყველა გოლი კუბასთან ფინალში

საქართველოს ნაკრების ყველა გოლი კუბასთან ფინალში

Posted by Silk Sport on კვირა, 16 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები