Thumbnail

ქართველი ხარის დასანანი ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კონსტანტინე ჯანაშიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრძოლა ვერ გააგრძელა
  • ქართველმა სტრონგმენმა სამთავა კუნთი გაიწყვიტა

ამერიკაში მიმდინარე World's Strongest Man-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ქართველმა პროფესიონალმა სტრონგმენმა, კონსტანტინე ჯანაშიამ ასპარეზობა ვერ გააგრძელა. მან ნახევარფინალში შესანიშნავად იასპარეზა და თავისი ჯგუფის უახლოეს მდევარს 3 ქულით გაასწრო.

სამწუხაროდ, ფინალის მეორე მოძრაობის დროს ქართველმა სპორტსმენმა სამთავა კუნთი გაიწყვიტა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

კონსტანტინე ჯანაშია: 'მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი თქვენგან. ვიცი, რომ უმაღლეს შედეგს ელოდით... მაპატიეთ, რომ ასე არ მოხდა. სამთავა კუნთი გამიწყდა და ასპარეზობას გამოვეთიშე. იმედია, მალე დავბრუნდები და ისევ გავახარებ ჩემს ქომაგებს.'

კომენტარები

ბოლო ამბები