Thumbnail

სკანდალი ქართულ ტაეკვონდოში - ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებული მწვრთნელები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს
  • მწვრთნელები მისი მუშაობით უკმაყოფილო არიან
  • ფოთში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა

ფოთში მიმდინარე საქართველოს ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში სკანდალური გამოდგა. საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართლადამცავებმა სამი მწვრთნელი დააკავეს.

ქართულ ტაეკვონდოში დიდი ხანია პრობლემები და შიდა დაპირისპირებებია. ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს, მწვრთნელების ნაწილი კი მისი მუშაობით უკმაყოფილოა და შესაბამისად, მის გადადგომას მოითხოვენ.

მწვრთნელები სულხან ბაბუაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება. მწვრთნელების თქმით, პოროვოკაცია ფედერაციის გამგეიბის წევრებმა მოაწყვეს, რაც ჯერ სიტყვიერ და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მწვრთნელების თქმით, მათთვის გაუგებარია თუ ვინ არიან და რით არიან დაკავებული ფედერაციის წევრები. 

ფოთში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციასთან შეკრებილნი არიან ტაეკვონდოს მწვრთნელები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები

ბოლო ამბები