Thumbnail

სალაჰისთვის რეალი სულერთია - ეგვიპტელმა გადაწყვეტილება მიიღო

  • მოჰამედ სალაჰმა რეალს და იუვენტუსს უარი შეუთვალა
  • ეგვიპტელი ლივერპულში რჩება
  • ‘ენფილდიდან’ წასვლას არც მანე აპირებს

ეს ამბავი ლივერპულის ისედაც ბედნიერ გულშემატკივრებს კიდევ უფრო გაახარებს: მოჰამედ სალაჰმა იურგენ კლოპის გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა ‘მირორი’ წერს.

ცნობილია, რომ ეგვიპტელი შემტევის გადაბირება ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურდა. ‘სამეფო კლუბის’ გარდა, 27 წლის სალაჰს ტურინის იუვენტუსიც ეპატიჟებოდა.

‘მირორი’ წერს, რომ ლივერპულის ხელმძღვანელები მზად იყვნენ, ეგვიპტელი დაეთმოთ - თუკი მო წასვლას თვითონ მოისურვებდა და რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 170 მილიონ ევროს გადაიხდიდა.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ სალაჰმა ლივერპულში დარჩენა გადაწყვიტა და რეალის, ან იუვენტუსის შეთავაზებებს არცკი განიხილავს. ‘მირორში’ ასევე ვკითხულობთ, რომ ლივერპულიდან წასვლას არც სადიო მანე აპირებს. მან უკვე უთხრა იურგენ კლოპს, რომ მომდევნო სეზონსაც აუცილებლად ‘ენფილდზე’ გაატარებს. აღსანიშნავია, რომ მოჰამედ სალაჰს და სადიო მანეს ლივერპულთან კონტრაქტები 2023 წლამდე აქვთ გაფორმებული.

მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ პრემიერლიგაში 22-22 გოლი გაიტანეს

კომენტარები

ბოლო ამბები