Thumbnail

ფიცი ევროპული თამაშებისთვის - ოლიმპიური ნაკრები მინსკში მიემგზავრება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპულ თამაშებში 61 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას
  • სულ თამაშებში 50-მდე ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი იასპარეზებს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მინსკში დაგეგმილი ევროპული თამაშებისთვის ემზადება. თბილისში, ოლიმპიურ პარკში ქართველი სპორტსმენების ფიცის დადების და მინსკში გაცილების ცერემონია გაიმართა. 

საქართველოს სახელით რიგით მეორე ევროპულ თამაშებში 61 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ქართველები სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების მედროშე ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იქნება. სულ თამაშებში 50-მდე ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი ჩაერთვება.

საქართველოს ნაკრების მედროშე ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იქნება

ოლიმპიურ პარკში გამართულ ღონისძიებაზე ფიცი ნინო სალუქვაძემ წაიკითხა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების 9 გზის მონაწილეა. განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომ მინიმუმ 20-25 მედალს ელოდება ქართველო სპორტსმენებისგან.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მინსკში გაცილების ცერემონიალი

 

კომენტარები

ბოლო ამბები