Thumbnail
  • იუვენტუსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
  • ტურინულმა გრანდმა მაურიციო სარის დანიშვნა დაადასტურა
  • 60 წლის იტალიელმა ჩელსიში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა

ის, რაც არაერთხელ დავწერეთ და ყველამ იცოდა, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა: ტურინის იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა!

იტალიურმა გრანდმა და ლონდონის ჩელსიმ ეს ინფორმაცია, ფაქტობრივად, ერთდროულად დაადასტურეს. ჯერ ლონდონელებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომ 60 წლის იტალიელმა ერთი სეზონის შემდეგ თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი იუვენტუსმა გამოაცხადა, რომ სარი ‘ბიანკონერის’ დამრიგებლად დაინიშნა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, სარის ჩელსიში კლუბის ლეგენდა, ფრენკ ლემპარდი შეცვლის. ბოლო ცნობების თანახმად, ლეგენდარული ნახევარმცველი, რომელიც დერბი ქაუნთის მწვრთნელია, თვით რომან აბრამოვიჩმა დაითანხმა.

მაურიციო სარიმ იუვენტუსთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ტურინულ სუპერკლუბს 2022 წლის 30 ივნისამდე უხელმძღვანელებს. მან მასიმილიანო ალეგრი შეცვალა, რომელმაც იუვენტუსში 5 წელი იმუშავა, 5-ჯერ მოიგო ‘სკუდეტო’ და გუნდი ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ტურინელები სარის კონტრაქტის გამოსასყიდად ჩელსის 6 მილიონ ევროს გადაუხდიან.

სარიმ ლონდონის ჩელსი გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და ამ თანამდებობაზე თანამემამულე ანტონიო კონტე შეცვალა. მან ჩელსისთან ერთად პრემიერლიგა მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგის თასის ფინალში გააღწია, სადაც პენალტების სერიაში მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა. იტალიელი უტიტულოდ მაინც არ დარჩა და ლონდონელებს ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი - ევროპალიგა მოაგებინა. ჩელსიმდე სარი ნაპოლის მთავარი მწვრთნელი იყო.

წაიკითხერეალურად რა არის SARRIBALL? როგორ თამაშობდა ჩელსი ამ სეზონში

კომენტარები

ბოლო ამბები