Thumbnail
  • გადაცემა 'იმედის ფსონში' ბიძინა ბარათაშვილმა არგენტინის ნაკრებზე ისაუბრა
  • მან 'ალბისელესტეს' კრიზისი დეტალურად განმარტა

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა 'იმედის ფსონის' 16 ივნისის გამოშვების სტუმარი ბიძინა ბარათაშვილი იყო. სპორტულმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა არგენტინისა და კოლუმბიის მატჩი შეაფასა. მან იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც არგენტინის ნაკრები ბოლო წლებში წარუმატებლად თამაშობს.

ბიძინა ბარათაშვილი: 'არგენტინის ნაკრებში გრძელდება ზუსტად ის პროცესები, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო შესამჩნევი. დავიწყოთ იმით, რომ გუნდს არ ჰყავს მწვრთნელი. სიმეონე, პოჩეტინო, გალიარდო და სხვა წარმატებული მწვრთნელები გუნდის ჩაბარებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ. რატომ? იმიტომ, რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია არის აბსოლუტურად გაუგებარი ორგანიზაცია. 

ხალხს ჰგონია, რომ მესი არის მესია. არადა, არ არის! ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონატი მარტომ მოიგო, დიეგო მარადონაა!'

📺 ვიდეო: ბიძინა ბარათაშვილი არგენტინის ნაკრების კრიზისზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები