Thumbnail

'არ ვიცით რას ვთამაშობთ' - მატიას ალმეიდამ არგენტინა გააკრიტიკა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

სან ხოსე ერთქუეიკსის მწვრთნელმა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა წევრმა - მატიას ალმეიდამ ეროვნული ნაკრების გააკრიტიკა.

"1993 წლის შემდეგ არაფერი მოგვიგია, ეს კი იმის გამო ხდება, რომ არც სტილი გვაქვს და არც ფილოსოფია 'დიდ გვარებამდეც' ჰქონდა არგენტინის ნაკრებს ისტორია." - ამბობს ალმეიდა.

"პაკერმანის დროს იყო სტილის კონტურები, ჩვენი ხელწერა გაგვაჩნდა, მაგრამ ბოლო დეკადა საერთოდ ამოვარდნილი ვართ ყველაფრიდან."

"არგენტინას უფრთხილდით - ხალხი ამ ფრაზას აღარ იძახის, აღარავის ეშინია ჩვენთან თამაშის" - ამბობს ინტერის და ლაციოს ყოფილი წევრი, რომელმაც 1998 და 2002 წლების მუნდიალები ითამაშა.

"თუმცა დღეს გუნდის სათავეში კარგი ხალხია, შეუძლიათ საქმის კეთება, გამოცდილებაც აქვთ, მთავარია მოინდომონ და გუნდის თამაში განსაზღვრონ, რაც გერმანიამ და ბელგიამ გააკეთეს, მხოლოდ კარგი მოთამაშეებით არაფერი გამოვა."

კომენტარები

ბოლო ამბები