Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 16 ივნისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ლევან სალუქვაძემ 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,5 გახლავთ. 

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“ჩემს ბილეთში ძირითადად ხელბურთებია. დავიწყე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ფინალში, კუბასთან. ოღონდ, 4 ბურთით მაინც უნდა მოვიგოთ ეს თამაში. შვეიცარიამ არ მგონია, რომ 4 ბურთით უნდა წააგოს სერბეთთან.

ალბასეტესა და მალიორკას შეხვედრაში მასპინძლების გამარჯვებას ვფიქრობ - ალბასეტეს შესწევს ძალა, რომ ეს თამაში მოიგოს. გავა თუ არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ უნდა მოიგოს.

მონტენეგრო V უკრაინა ხელბურთში - მონტენეგრო მოგებაზე გადის, უკრაინა ირთულებს საქმეს. მასპინძლებს მეტი შანსი აქვთ.”

დღეს გადაცემის სტუმარი ბიძინა ბარათაშვილი იყო, რომელმაც 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - კოეფიციენტით 11,3. მის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ურუგვაის მოგებას აქვს ეკვადორთან (1,79 ევროპაბეთში).

ბიძინა ბარათაშვილი

“ჰაიტი ძლიერ გუნდებთან თამაშობს ხოლმე და ვფიქრობ, ბერმუდისთვის ორი გოლის გატანა შეუძლია. ურუგვაის ვგულშემატკივრობ და ამიტომ, ეკვადორთან მის მოგებაზე ჩამოვდივარ ფსონს. ჩილეს, თუ რამე უნდა, იაპონიის მეორე შემადგენლობას უნდა მოუგოს. იაპონიის ნაკრებისთვის ეს ტურნირი პრიორიტეტი არ არის, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მეორე შემადგენლობა ჩაიყვანა.

კოსტა რიკა ნიკაგარუას მასპინძლობს და ორივე ტაიმში რომ გაუტანოს, ვფიქრობ, ლოგიკურია. ფანტასტიკის სფეროდან არც ის არის, რომ აშშ-მ გაიანას პირველივე ტაიმი მოუგოს მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 9.3 გახლავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები