Thumbnail
  • 3-4 თებერვალს საქართველოს ნაკრები მაროკოს ეთამაშება.
  • ნაკრების შემადგენლობა: ბასილაშვილი, ცივაძე, მეტრეველი; კაპიტანი კვერნაძე.

ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. საქართველოს ნაკრები მარაკეშში მაროკოს ნაკრებს ევროაფრიკული ზონის II ჯგუფში დაუპირისპირდება. მატჩი 3-4 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები, რომლის კაპიტანი დავით კვერნაძეა, ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და ალექსანდრე მეტრეველი. ცივაძე 1084-ე ჩოგანია, მეტრეველს რეიტინგი არ აქვს, რადგან ავტოავარიის გამო ძალიან დიდი ხანი გაუცდა და ჩოგბურთში ახლა დაბრუნდა. 

ალექსანდრე მეტრეველი ჩოგბურთს 2016 წლის აგვისტოს მერე პირველად დაუბრუნდა.

მაროკოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ლამინ უაჰაბი, ამინ აჰუდა, სუფიან ელ მესბაჰი, იასინ იდმბარეკი. 

33 წლის უაჰაბი მსოფლიოს 592-ე ჩოგანია, აჰუდა რეიტინგში 698-ე ადგილზეა. მასპინძლებმა, რა თქმა უნდა, თიხნარი შეარჩიეს. მაროკო და საქართველო ერთმანეთს არ შეხვედრიან. 

გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები რუმინეთისა და ლუქსემბურგის მატჩის მომგებს შეხვდება შემდეგ წრეში. ამ შემთხვევაში კი უკვე მასპინძელი საქართველო იქნება.

მეორე წრის მატჩები 7-8 აპრილს გაიმართება. პირველ წრეში დამარცხებულებიც 7-8 აპრილს იბრძოლებენ ჯგუფში დარჩენისთვის, ამ შემთხვევაში უკვე მასპინძელი რუმინეთი-ლუქსემბურგის წყვილის დამარცხებული იქნება. მესამე უკვე შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები