Thumbnail

ფუტსალის ლიგა | თსუ-მ მართვეს მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უნივერსიტეტელების წარმატებული სეზონი
  • თასის მოგება და მესამე ადგილი ჩემპიონატში

ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის მესამე ადგილის მფლობელი თსუ გახდა. ქუთაისის  სპორტის  სასახლეში, მესამე ადგილისთვის განმეორებით შეხვედრაში, უნივერსიტეტელები  ადგილობრივ მართვეს დაუპირისპირდნენ და სანახაობრივ მატჩში მეტოქე 5:4 დაამარცხეს. შესაბამისად,  ფუტსალის ლიგა მესამე ადგილზე დაასრულეს. თამაშში დუბლით ლევან კობაიძე, შოთა ჭანუყვაძე და თამაზ  გოგსაძე გამოირჩნენ. 

მესამე  ადგილისთვის ბრძოლა  ორ  მოგებამდე იყო. პირველ მატჩში თსუ-მ მეტოქე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4:1 დაამარცხა. აქვე აღვნიშნოთ, რომ თსუ-მ  ფუტსალის ლიგის  თასი მოიგო, სადაც ფინალში თელასი დაამარცხა. 

sbm.ge-მ მატჩისშემდგომი კომენტარები გაავრცელა:

გიორგი ჩიმაკაძე (თსუ): “დაძაბული და  სანახაობრივი შეხვერა  იყო, განსაკუთრებით მატჩის ბოლო წუთები. შეხვედრის  დასრულებამდე რამდენიმე  წუთით ადრე  დავკარგეთ კონცენტრაცია, რასაც ქაოსი მოჰყვა, თუმცა  მოვახერხეთ  და  შეხვედრა  სასურველი ანგარიშით დავასრულეთ. წლევანდელ გათამაშებაში ეს ჩვენი გუნდის  მეორე  ტიტულია. მივულოცავ  ჩემს  ბიჭებს. მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.“

დავით  ბობოხიძე (თსუ-ს მთავარი მწვრთნელი): “ამ სეზონში დებიუტანტი გუნდი  ვიყავით და ჩვენი მიზანი გათამაშებიდან არ გავარდნა იყო. შემდეგ, როდესაც  მოთამაშეები დავიმატეთ, ამბიციები გაგვიჩნდა. წლევანდელ სეზონს საბოლოო ჯამში დადებითად შევაფასებდი".

კომენტარები

ბოლო ამბები