Thumbnail
  • სერხიო რამოსმა და პილარ რუბიომ სევილიაში იქორწინეს
  • წვეულებაზე 500 სტუმარი იყო დაპატიჟებული
  • მათ შორის დევიდ ბექჰემი, რობერტო კარლოსი და ა.შ.
  • რეალის კაპიტანმა კრიშტიანო რონალდო არ დაპატიჟა

რთული სათქმელია, რომელი ფეხბურთელის ეშინიათ მოედანზე ყველაზე მეტად, მაგრამ ცხადია, რომ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ამ მხრივ სერხიო რამოსი იქნება, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ხისტი და აგრესიული მცველია მსოფლიოში (25 გაძევება), რის გამოც “რემბო რამოსს” უწოდებენ…

პილარ რუბიო კი სულ სხვანაირ სერხიო რამოსს იცნობს! მათი ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ბევრი ქორწინება - სერხიო და პილარი თითქმის 7 წელია, ერთად არიან, 3 შვილი ჰყავთ, ახლა კი ცნობილმა ესპანელმა ტელეწამყვანმა და მადრიდის რეალის კაპიტანმა იქორწინეს!

33 წლის რამოსმა და მასზე 8 წლით უფროსმა პილარ რუბიომ ქორწილი სევილიაში გადაიხადეს. სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანი და სპორტსმენი იყო - მათ შორის რეალის მთელი გუნდი, რამოსის ახლობლები, პოლიტიკოსები და ა.შ. რამოსის ქორწილში ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ბექჰემის გახლდათ - მეუღლე ვიქტორიასთან ერთად. დაპატიჟებული არ იყო კრიშტიანო რონალდო - ‘მარკა’ წერს, რომ მათ კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, პორტუგალიელის რეალიდან წასვლის შემდეგ კი ერთმანეთს საერთოდ აღარ ეკონტაქტებიან.

ბექჰემები სერხიო რამოსის ქორწილში ყურადღების ცენტრში იყვნენ

ესპანურმა მედიამ სერხიო რამოსისა და პილარ რუბიოს შეუღლება წლის ქორწილად შერაცხა. წვეულებაზე, რომელზეც 400-დან 500 სტუმრამდე იყო დაპატიჟებული, ავსტრალიური ჰარდ-როკ-ბენდი, AC/DC უკრავდა. ეს არის სერხიოს საჩუქარი - ცნობილია, რომ პილარი AC/DC-ის დიდი ფანია. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, რამოსმა ავსტრალიურ ბენდს მილიონი ევრო გადაუხადა.

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

რობერტო კარლოსი და მისი მეუღლე მარიანა

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

ემილიო ბუტრაგენიო და მისი მეუღლე სონია გონსალესი

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

სერხიო რამოსი და პილარ რუბიო 7 წელია, ერთად არიან და 3 შვილი ჰყავთ

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

ალვარო მორატა და მისი მეუღლე ალის კამპელო

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

მარკო ასენსიო და მისი მეგობარი ქალი სანდრა გარალი

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

სერხიო რამოსი დედასთან ერთად

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

ლუკა მოდრიჩი და მისი მეუღლე ვანია ბოსნიჩი

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

მატეო კოვაჩიჩი და მისი მეგობარი ქალი ისაბელ ანდრიანიჩი

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

ხესუს ნავასი და მისი მეგობარი ქალი ალეხანდრა მორალი

📸 | სერხო რამოსის ქორწილი - საუკეთესო ფოტოები

პილარი სერხიოზე 8 წლით უფროსია

კომენტარები

ბოლო ამბები