Thumbnail

'პრემიერლიგაზე უკეთესი სანახავი არაფერია' - ამბობს ნურმაგომედოვი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნურმაგომედოვი ინგლისში ლივერპულს ქომაგობს
  • UFC-ის ჩემპიონი 2005 წლის სტამბულის ფინალს იხსენებს...

BT Sports-თან მიცემულ ინტერვიუში, ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი - ხაბიბ ნურმაგომედოვი ფეხბურთზე საუბრობს.

წარმოშობით დაღესტნელი ამბობს, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესოა - "არაფერია იმაზე უკეთესი სანახვი, ვიდრე პრემიერლიგა."

"ინგლისში ლივერპული მომწონს, 2005 წლის ფინალი არასოდეს დამავიწყდება - მილან ბაროში, სემი ჰიიპია, ვლადიმერ შემიცერი, ჯერარდი... საოცარი გუნდი იყო!"

"ისე რეალის გულშემატკივარი გახლავართ, თუმცა სანახობრივად პრემიერლიგას არაფერი მირჩევნია" - ამბობს ხაბიბი, რომელიც შარშან ლივერპულის და პარი სენ ჟერმენის მატჩს დაესწრო.

🎙 სრული ინტერვიუ (ფეხბურთის მონაკვეთი - 05:25/07:00)

კომენტარები

ბოლო ამბები