Thumbnail
  • არგენტინა 0:2 კოლუმბია
  • 0:1 მარტინესი (71), 0:2 საპატა (86)

ბრაზილიის ქალაქ სალვადორში B ჯგუფის თამაშები არგენტინისა და კოლუმბიის მატჩით დაიწყო. არგენტინის ნაკრებმა კვლავ გაუცრუა იმედები ფანებს - 0:2 დამარცხდა. "ალბისელესტეს" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია "ლოს კაფეტეროსთან" შეწყდა. 

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში არიან პარაგვაისა და ყატარის ეროვნული ნაკრებები. 

არგენტინა 0:2 კოლუმბია • მარტინესისა და საპატას გოლები

არგენტინა 0:2 კოლუმბია • მარტინესისა და საპატას გოლები

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 ივნისი, 2019

პირველ ტაიმში თანაბარი, არცთუ საინტერესო თამაში გაიმართა, რომელშიც უფრო მწვავედ კოლუმბიელები უტევდნენ. თუმცა ყველაზე სახიფათო მომენტი ისევ არგნეტინელთა გოლკიპერ არმანის შეცდომის გამო შეიქმნა. ტაიმი 0:0 დასრულდა. 

სკალონიმ შეცვლაზე პასიური დი მარია შეცვალა და სწორედ მისმა შემცვლელმა დე პაულმა დაარტყა თამაშში კარში ზუსტად პირველმა. ეს 59-ე წუთზე მოხდა. 

71-ე წუთზე როხერ მარტინესმა მარცხენა ფლანგზე ხამესის შორეული პასი მიიღო, მოულოდნელად ცენტრში შეიწია და ულამაზესი გოლი გაიტანა არგენტინელთა კარში. 

86-ე წუთზე კოლუმბიელთა მეორე გოლი შეცვლაზე შესულებმა შექმნეს - ლერმამ მარცხნიდან ჩააწოდა და დუვან საპატამ ანგარიში 2:0 გახადა. 

ლიონელ მესიმ ვერაფერი გაახერხა 

კოპა ამერიკაზე სულ 12 გუნდი მონაწილეობს, 10 სამხრეთამერიკულს ამჯერად, ორი მიწვეული დაემატა - ყატარი და იაპონია. გუნდები სამ ჯგუფში არიან განაწილებულები, პირველ 2 ადგილზე გასული გუნდები (სულ 6) პლეი ოფში გადიან, რომელთაც სამი ჯგუფიდან ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატება. 

არგენტინა 0:2 კოლუმბია

გოლები: 0:1 მარტინესი (71), 0:2 საპატა (86)

არგენტინა (4-2-3-1): არმანი - სარავია, პეცელა, ოტამენდი, ტალიაფიკო - გ. როდრიგესი (67. პისარო), პარედესი - ლო სელსო, მესი, დი მარია (46. დე პაული) - აგუერო (79. სუარესი)

კოლუმბია (4-3-3): ოსპინა - მედინა, მინა, დ. სანჩესი, ტესილიო - კუადრადო (64. ლერმა), ბარიოსი, ურიბე - ხამესი, ფალკაო (81. საპატა), მურიელი (14. რ. მარტინესი)

კომენტარები

ბოლო ამბები