Thumbnail
  • ATP და WTA ახალ რეიტინგ-ლისტებს აქვეყნებენ.
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა რეიტინგში დაწინაურდნენ.
  • რაფაელ ნადალმა პირველობა შეინარჩუნა.
  • კაროლინ ვოზნიაცკი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა.

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ ATP-იმ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა. რაფაელ ნადალი 9 760 ქულით კვლავ მსოფლიოს პირველი ჩოგანია, მე-20 დიდი სლემის მომგები როჯერ ფედერერი 9 605 ქულით მეორეა.

მელბურნის კორტების ფინალისტი მარინ ჩილიჩი მე-3 ჩოგანი გახდა, ხორვატმა სამი საფეხურით წაიწია წინ და მას 4 960 ქულა აქვს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მიღწევა მსოფლიოს 51-ე ჩოგნობაა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიაში კარგად ითამაშა, მან ორი წრე გაიარა. მსოფლიო რეიტინგში მას 916 ქულა აქვს და 57-ე ჩოგანია. ეს ორი კვირის წინანდელზე 4 ადგილით უკეთესი შედეგია. 

ATP TOP-10

1. რაფაელ ნადალი - 9 760

2. როჯერ ფედერერი - 9 605

3 (+3). მარინ ჩილიჩი - 4 960

4 (-1). გრიგორ დიმიტროვი - 4 630

5 (-1). ალექსანდერ ზვერევი - 4 610

6 (-1). დომინიკ ტიმი - 4 060

7. დავიდ გოფინი - 3 460

8 (+1). ჯეკ სოკი - 2 880

9 (+1). ხუან მარტინ დელ პეტრო - 2 815

10 (+1). პაბლო ბუსტა - 2 705


გამოქვეყნდა WTA-ს განახლებული რეიტინგიც - ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრიუმფი დაუფასდა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. მან ფინალში დამარცხებული სიმონა ჰალეპი ჩამოიტოვა. 

ოქსანა კალაშნიკოვას საუკეთესო მიღწევა წყვილებში - მსოფლიოს 43-ე პოზიციაა.

წყვილთა რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელსაც 1 174 ქულა აქვს და 63-ე პოზიციაზეა. 

WTA TOP-10

1 (+1). კაროლინ ვოზნიაცკი - 7 965

2 (-1). სიმონა ჰალეპი - 7 715

3 (+1). ელინა სვიტოლინა - 6 085

4 (-1). გარბინ მუგურუსა - 5 690

5 (+1). კაროლინა პლიშკოვა - 5 445

6 (+1). ელენა ოსტაპენკო - 4 901

7 (+1). კაროლინ გარსია - 4 495

8 (-3). ვინუს უილიამსი - 4 278

9 (+7). ანგელიკ კერბერი - 3 031

10 (-1). იოანა კონტა - 2 825

კომენტარები

ბოლო ამბები