Thumbnail
  • ვენესუელა 0:0 პერუ
  • კოპა ამერიკაზე პირველი უგოლო ფრე დაფიქსირდა

კოპა ამერიკა 2019-ის მეორე მატჩში ერთმანეთს ვენესუელისა და პერუს ნაკრებები შეხვდნენ  და 0:0 დაზავდნენ. ეს ტურნირის პირველი უგოლო ფრეა.

ეს A ჯგუფის მატჩია, სადაც ერთი თამაში უკვე გაიმართა, მასპინძელმა ბრაზილიამ ფილიპე კოუტინიოს დუბლისა და ევერტონის გოლებით 3:0 დაამარცხა ბოლივიის ნაკრები. 

არც ისე სწრაფ და საინტერესო თამაშში მსაჯმა ორი გოლი სამართლიანად არ ჩათვალა. 75-ე წუთიდან კი ვენესუელის ნაკრები 10 კაცის ამარა დარჩა. მეორე ყვითელი ბარათი მარცხენა მცველმა მაგომ მიიღო. ამის შემდეგ პერუმ უპირატესობის გამოყენება ვერაფრით შეძლო და მატჩი 0:0 დასრულდა. 

ვენესუელა 0:0 პერუ • პირველი უგოლო მატჩი კოპა ამერიკაზე

ვენესუელა 0:0 პერუ • პირველი უგოლო მატჩი კოპა ამერიკაზე

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 ივნისი, 2019

კოპა ამერიკაზე სულ 12 გუნდი მონაწილეობს, 10 სამხრეთამერიკულს ამჯერად, ორი მიწვეული დაემატა - ყატარი და იაპონია. გუნდები სამ ჯგუფში არიან განაწილებულები, პირველ 2 ადგილზე გასული გუნდები (სულ 6) პლეი ოფში გადიან, რომელთაც სამი ჯგუფიდან ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატება. 

ვენესუელა 0:0 პერუ

ვენესუელა (4-1-4-1): ფარინესი - როსალესი, შანსელორი, ვილიანუევა, მაგო - მორენო (77. ერნანდესი) - მურილიო (84. სოტელდო), ერერა, რინკონი, კინტერო (69. მაჩისი) - რონდონი 

პერუ (4-2-3-1): გალესე - ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, ტრაუკო - ტაპია, იოტუნი (67. პოლო) - ფარფანი, კუევა (46. ფლორესი), გონსალესი (88. კარილიო) - გერერო
გაძევება: მაგო (75)

კომენტარები

ბოლო ამბები