Thumbnail

ქართველი ხარი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია - გამარჯვების დიდი შანსი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კონსტანტინე ჯანაშიამ ნახევარფინალში 4 სახეობაში იასპარეზა
  • ქართველმა სტრონგმენმა თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

ამერიკაში ქართველი პროფესიონალი სტრონგმენი, კონსტანტინე ჯანაშია World's Strongest Man-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 25 სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც განაწილებული 5 ჯგუფში იყვნენ.

ჯანაშიამ თავისი ჯგუფის მოგება მოახერხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ჯანაშიას პირველი დავალება  22 მეტრზე ორი გიგანტური მანქანის, ჯამში 16-ტონიანი, გათრევა იყო. ქართველმა სპორტსმენმა პირველობა იზეიმა და მანქანები ამ დისტანციაზე 50 წამში გაათრია.

პირველი დღე და პირველი ადგილი ორი მონსტრი მანქანების გათრევა .16 ტონა ..💪💪 #sbdapparel

Posted by Konstantine Janashia on პარასკევი, 14 ივნისი, 2019

გიგანტური გადაადგილება - სწორედ ასე ჰქვია მოძრაობას, ანუ სტროგმენის ერთ-ერთ სახეობას. ჯანაშიამ ორი 160-კილოგრამიანი ჩემოდანი 10 მეტრზე ატარა, რის შემდეგაც წონა 130 კილოგრამით დამძიმდა. ქართველმა 450-კილოგრამი 6 მეტრზე ატარა, ხოლო ბოლო წონით, 600 კილოგრამით 3 მეტრი იარა.

მანქანების ამოწევა - ქართველმა სპორტსმენმა 375 კილოგრამი 10-ჯერ ამოსწია, ხოლო მოუხერხებელი მორის აწევაში 155-კილოგრამიანი მორი 6-ჯერ ასწია. ჯანაშიამ თავის ჯგუფში მე-2 ადგილზე გასულ მეტოქეს 3 ქულით აჯობა.

Log lift 155 kg .6 rep .💪💪💪 #sbdapparel

Posted by Konstantine Janashia on შაბათი, 15 ივნისი, 2019

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ხვალ გაიმართება. მონაწილეები ხუთ სახეობაში შეეჯიბრებიან. ჯანაშიამ პოპსპორტთან საუბარში აღნიშნა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს და ეცდება, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.

World's Strongest Man-ის მსოფლიოს ჩემპიონატი

World's Strongest Man-ის მსოფლიოს ჩემპიონატი

World's Strongest Man-ის მსოფლიოს ჩემპიონატი

World's Strongest Man-ის მსოფლიოს ჩემპიონატი

World's Strongest Man-ის მსოფლიოს ჩემპიონატი

კომენტარები

ბოლო ამბები