Thumbnail

'ანა კურნიკოვასთან სიამოვნებით ვითამაშებდი' - ბასილაშვილი ჟურნალ GIO-ში 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჟურნალ GIO-ს რუბრიკა THE FACE OF TENNIS
  • რა უყვარს ჩოგბურთში ნიკა ბასილაშვილს

ჟურნალმა Gio-მ რუბრიკაში, THE FACE OF TENNIS (ჩოგბურთის სახე) რამდენიმე ვარსკვლავთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, მათ შორის, მსოფლიოს მე-17 ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილთან. ფოტოები და ინტერვიუები ფოტოგრაფ ჯონ რუსოს შესრულებულია. აღსანიშნავია, ეს ინტერვიუები კალიფორნიაში ინდიან ველსის ტურნირის მიმდინარეობისას არის ჩაწერილი. 

Gio: ყველაზე მეტად რა გიყვართ ჩოგბურთში?

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ყველაზე საინტერესო მოგზაურობაა, რომელიც ერთდროულად ძალიან კარგი და ძალიან დამღლელია. ასევე მიყვარს, რომ ჩოგბურთი საკუთარ თავთან "ბრძოლის" შანსს გაძლევს - ჩოგბურთი ინდივიდუალური სახეობაა, სხვაზე არ უნდა იყო დამოკიდებული. დაბოლოს, ყოველკვირა თამაშის შანსი და ახალი წარმატებების მოპოვების საშუალება. ყველაფერი ამისთვის მიყვარს ჩოგბურთი.

Gio: დროში მოგზაურობა, რომ შეგეძლოთ, ვისთან ისურვებდით თამაშს?

ნიკოლოზ ბასილაშვილი: მარატ საფინს ვეთამაშებოდი... ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჩოგბურთელია, უზომოდ ნიჭიერი.

ჯონ რუსოს ფოტო. GIO

Gio: ქალ ჩოგბურთელებიდან, ახლანდელებისგან თუ იმათგან, ვინც უკვე დაანება თამაშს თავი, ვის შეხვდებოდით კორტზე?

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ანა კურნიკოვას ვეთამაშებოდი. რა თქმა უნდა, მას ავირჩევდი.

Gio: თქვენი მთავარი იარაღი კორტზე...

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ფორჰენდი და ბექჰენდი - ორივე მომწონს. უკანა ხაზიდან თამაში მიყვარს. ჩემი მთავარი იარაღიც ეს არის.

Gio: 50 წლის მერე თქვენს კარიერას რომ გაიხსენებენ, რა გსურთ გაიფიქრონ?

ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია. კორტზეც და მის მიღმაც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ასე რომ, თუ ვინმე იტყვის, რომ კარგი ადამიანი ვიყავი ან კარგი ჩოგბურთელი, გამიხარდებოდა...

ჟურნალმა Gio-მ THE FACE OF TENNIS-ის რუბრიკაში ნიკას გარდა დომინიკ ტიმი, ტომაშ ბერდიხი, კარენ ხაჩანოვი, სტან ვავრინკა, ფელისიანო ლოპესი, ბორნა ჩორიჩი, ანდრეას ზეპი, ბობ ბრაიენი და სხვები ჩაწერა.

კომენტარები

ბოლო ამბები