Thumbnail

იმედის ფსონი | ჩიხურა ქუთაისში არ წააგებს, მალაგა შინ მოიგებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 15 ივნისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 11 ივნისის გადაცემის ბილეთებიდან, ორი ძალიან ახლოს იყოს მოგებასთან. გადაცემის წამყვანის, ლუკა ხოჯავას 10.5-კოეფიციენტიანი ბილეთი, რომელიც 5 პოზიციისგან შედგებოდა, მხოლოდ ერთმა პოზიციამ გააფუჭა - ხორვატია-ტუნისის ამხანაგურ მატჩში, პროგნოზის საპირისპიროდ, სტუმრებმა გაიმარჯვეს (2:1). ასევე ერთი პოზიციის გამო ვერ მოიგო მაყურებლის ბილეთმა, რომელიც 6 პოზიციისგან შედგებოდა, კოეფიციენტი კი 11,8 ჰქონდა. პროგნოზისტებს იმედი მხოლოდ ეკვადორი-სამხ.კორეას მატჩის შედეგმა გაუცრუა.

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ლევან სალუქვაძემ 3-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,8 გახლავთ. 

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ესპანეთში მალაგა-დეპორტივოს პლეი ოფის საპასუხო მატჩში მასპინძლების მოგებას დავწერ, რომლებსაც პირველი 2:4 აქვთ წაგებული. იმედი მაქვს, რომ მალაგა გადმოვა კიდეც, მაგრამ თუ ვერ გადმოვა, შინ მოგებაზე კარგი კოეფიციენტი აქვს და უნდა ავიღო. მალაგა სახლში ხშირად უგებს დეპორტივოს, ბოლო სამ თამაშში კი ამ გუნდმა შინ 9 გოლი გაიტანა.

საქართველოს ჩემპიონატიდან ტორპედო-ჩიხურას მატჩს ავარჩევ. ქუთაისურ გუნდს, რომელსაც ახლა არცთუ კარგი პერიოდი აქვს, ტრადიციულად უჭირს ამ გუნდთან და მგონია, რომ საჩხერელები, მინუმუმ, არ წააგებენ. თანაც, ჩიხურა იშვიათად მარცხდება (სულ 4 წაგება აქვს) და მგონია, რომ ტორპედოსაც გაუძალიანდება. აქ X2-ს დავწერ.

მგონია, რომ ნორვეგიის ჩემპიონატში, ბრანი სტუმრად მოუგებს ჰაუგესუნდს და ვინაიდან ეს თამაში სხვა ბილეთებშიც გვაქვს (მეტობა და სტუმრების მოგება), ვივარაუდებ, რომ მე სტუმრები 1,5-ზე მეტ გოლს გაიტანენ. აქ 2,5 ძალიან კარგი კოეფიციენტია.

გადაცემის სტუმარი ამჯერად "იმედის ფსონის" მაგისტრი bacho.koentrao გახლდათ. მისი ბილეთი 4 პოზიციისგან შედგება, მისი ჯამური კოეფიციენტი კი (ევროპაბეთის მიხედვით) 10,0-ს შეადგენს.

რაც შეეხება მაყურებლის ბილეთს, აქ 6 პოზიციაა, მისი ჯამური კოეფიციენტი კი (ევროპაბეთის მიხედვით) 11,1-ს შეადგენს. 

კომენტარები

ბოლო ამბები