Thumbnail
  • ბრაზილია 3:0 ბოლივია
  • კოუტინიო 1:0 (50), კოუტინიო 2:0 (53), ევერტონი 3:0 (85)

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკა 2019 გამარჯვებით დაიწყო. ბრაზილიელებმა 'მორუმბიზე' ბოლივიას 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და პირველი 3 ქულა მოიპოვეს.

უგოლო პირველი ნახევარის შემდეგ, კოუტინიომ 50-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გაიტანა. არგენტინელმა მსაჯმა ნესტორ პიტანამ ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ბოლივიის ნაკრების კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ბარსელონას შემტევმა უშეცდომოდ შეასრულა.

კოუტინიო 50'

ბრაზილიამ მეორე გოლი 3 წუთში გაიტანა. ფირმინოს გადაცემით კოუტინიომ დუბლი შეასრულა და ნაკრებში მე-16 გოლი გაიტანა.

კოუტინიო 53'

მატჩის საბოლოო ანგარიში რიშარლისონის ნაცვლად ცვლილებაზე შემოსულმა ევერტონმა დააფიქსირა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა - 3:0.

ევერტონი 85'

ბრაზილიის ნაკრებს 3 ქულა აქვს და A ჯგუფის ლიდერია. სელესაოს მომდევნო მეტოქე ვენესუელა იქნება, რომელიც პირველ ტურში პერუს ნაკრებს ხვდება.

ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ფილიპე ლუისი - კაზემირო, ფერნანდინიო, კუტინიო - რობერტო ფირმინო (გაბრიელ ჟესუსი), დავიდ ნერეში (ევერტონი), რიშარლისონი (ვილიანი)

კომენტარები

ბოლო ამბები