Thumbnail
  • 📅 16 ივნისი | ⌚ 02:00 | ⚽ არგენტინა V კოლუმბია | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • არგენტინის ნაკრებში ერთი იძულებითი ცვლილებაა
  • ლიონელ სკალონი V კარლუშ კეირუში

ბრაზილიურ სალვადორში, "არენა ფონტე ნოვაზე" კოპა ამერიკის მეორე შეხვედრა გაიმართება - ტურნირში კიდევ ერთი ფავორიტი, არგენტინის ნაკრები ჩაერთვება, რომელიც კოლუმბიას ეთამაშება. მსოფლიოს მე-11 და მე-12 ნაკრებთა დუელი (ფიფას რეიტინგის მიხედვით) დაძაბული უნდა გამოდგეს. 

არგენტინა კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვერ გადაიტანს

სკალონის გუნდს ახლახან კიდევ ერთი მოთამაშე დააკლდა - მეკარე ესტებან ანდრადა. ანდრადამ მუხლი დაიშავა, მას უდინეზეს ხუან მუსო შეცვლის კოპა ამერიკაზე. 

ხუან მუსო კოპაზე ბოლო წამს მოხვდა

დიდი ტურნირების მუდმივი ფავორიტი არგენტინელები ბოლო დროს ვერ ახარებენ თავიანთ ფანებს. უკვე 26 წელია, რაც "ალბისელესტეს" სერიოზული არაფერი მოუგია - 1993 წლის კოპა ამერიკა არგენტინელების ბოლო ნადავლია.

არგენტინის ნაკრების ფანებს ალბათ, ძალიან გაუჭირდებათ მორიგი წარუმატებლობის გადატანა. ბრაზილიაში "ალბისელესტე" მეორე ფავორიტია მასპინძელთა გუნდის შემდეგ. მესისთან ერთად არგენტინამ ჯერ მუნდიალის ფინალი წააგო 2014 წელს, შემდეგ ზედიზედ ორი კოპა 2015 და 2016 წლებში. ლეომ ორჯერ ნაკრებიდან წასვლაც გადაწყვიტა, მაგრამ ორივეჯერ დაბრუნდა. 

არგენტინელთა ვარჯიში ბრაზილიაში

ცოტა უცნაურია, მაგრამ სკალონის გუნდმა კოპამდე მხოლოდ ერთი საკონტროლო მატჩი ითამაშა, ნიკარაგუას 5:1 მოუგო, ხოლო ლეო მესიმ დუბლი შეასრულა. 

კეირუშის კოპა

კოლუმბიას კარლუშ კეირუშმა უნდა მოუტანოს წარმატება. ის მხოლოდ თებერვალში დაინიშნა, თუმცა კოლუმბიამ მის ხელში 4 ამხანაგური მატჩიდან 3 მოიგო, თანაც მშრალი ანგარიშებით. 

თუ არგენტინას მესის, ანხელ დი მარიას, სერხიო აგუეროსა და სხვა შემტევების იმედი აქვს, კოლუმბიელებსაც ჰყავთ ბრწყინვალე შემტევები - ხამეს როდრიგესი, რადამელ ფალკაო და ხუან კუადრადო...

მართალია, "ლოს კაფეტეროსმა" არგენტინელების შემდეგ შეძლო კოპა ამერიკის მოგება (2001), თუმცა ეს კოლუმბიელთა ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვება იყო ამ ტურნირზე. 

როგორც ჩანს, არგენტინელთა მწვრთნელს დიდი საფიქრალი აქვს, თუ ვინ დაიწყებს სასტარტო 11-ეულში. სერხიო აგუეროს თუ ლაუტარო მარტინესი, რომელიც ნიკარაგუასთან შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა. ფლანგებზეც დიდი კონკურენცია - ანხელ დი მარიას ორი ძლიერი კონკურენტი ჰყავს რობერტო პერეირა და როდრიგო დე პაული. 

ატალანტას ფორვარდი დუვან საპატა შესაშურ ფორმაშია, მაგრამ მისი კონკურენტი 

ანხელ დი მარია საბრძოლო განწყობაზეა

საინტერესო ფაქტები

⚽ "ალბისელესტე" ბოლო სამი დიდი ტურნირის ფინალში დამარცხდა.

⚽ ბოლო 7 ურთიერთშეხვედრაში არგენტინის ნაკრები კოლუმბიასთან დაუმარცხებელია.

⚽ არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა 14-ჯერ მოიგო, კოლუმბიამ - ერთადერთხელ.

⚽ არგენტინამ ბოლო ორი მატჩი წააგო კოპა ამერიკის მონაწილეებთან - მარტში ვენესუელასთან და ოქტომბერში ბრაზილიასთან.

⚽ კოლუმბიის ნაკრებმა ბოლო 8 მატჩიდან 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

არგენტინა (4-2-3-1): არმანი - სარავია, ოტამენდი, პეცელა, აკუნია - გ. როდრიგესი, პარედესი - ლო სელსო, მესი, დი მარია - აგუერო

კოლუმბია (4-3-3): ოსპინა - არიასი, დ. სანჩესი, მინა, ტესილიო - კუადრადო, ბარიოსი, ურიბე - ხამეს როდრიგესი, ფალკაო, მურიელი

კომენტარები

ბოლო ამბები