Thumbnail

ქალთა ნაკრების შთამბეჭდავი გამარჯვება - 5 გოლი არაბთა საამიროებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 5:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • მეორე ამხანაგური მატჩი 17 ივნისს გაიმართება

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 14 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქეს 5:1 მოუგო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი ხატია ჭყონიამ შეასრულა, თითო გოლი კი თეონა ბაქრაძემ, ლელა ჭიჭინაძემ და თამრიკო სალუქვაძემ გაიტანეს.

საქართველო 5:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები • ქალთა ნაკრების გამარჯვება

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 14 ივნისი, 2019

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და მორიგ მატჩსაც იმავე მეტოქესთან გამართავს. მატჩი 17 ივნისს 17:00-საათზე დაიწყება.

გოლები: 1:0 ბაქრაძე (7), 2:0 ჭყონია (13), 3:0 ჭყონია (47), 3:1 რაუხი (ს.კ) (50), 4:1 ჭიჭინაძე (64), 5:1 სალუქვაძე (90+1)

საქართველო: სუხაშვილი, ქადაქიშვილი (85’ დიმოპულუ), პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი (46’ კალანდაძე), ბაქრაძე (76’ სალუქვაძე), ჭიჭინაძე (76’ პოღოსიანი), ჭყონია (76’ წოწერია), დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, ბოლქვაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

კომენტარები

ბოლო ამბები