Thumbnail

£4 მილიონი ლამპარდის სანაცვლოდ - ლეგენდა ჩელსიში ბრუნდება?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დერბი ლამპარდის სანაცვლოდ £4 მილიონს ითხოვს
  • კლუბის ლეგენდა, შესაძლოა ჩელსიში სამწვრთნელო საქმით დაბრუნდეს...

ბაქოში ევროპის ლიგის ტრიუმფის შემდეგ, კლუბი იტალიელმა მაურისიო სარიმ დატოვა, რომელიც სამუშაოდ იუვენტუსში მიდის.

მის შემცვლელად კი ლონდონელები დერბი ქაუნთის მწვრთნელს და კლუბის ლეგენდას - ფრენკ ლამპარდს მოიაზრებენ.

უკვე დადასტურდა, რომ გუნდის ყოფილი მეკარე - პეტრ ჩეხი ჩელისში სპორტული დირექტორის როლს დაიკავებს.

"ჩელსის მომავალი 3 სატრანსფერო ფანჯარა ფიფას რეგულაციების მიხედვით დახურული აქვს და კლუბის ვინმე ისეთი სჭირდება, ვისაც ფანები დროს მისცემენ და მუშაობას აცდიან" - ამბობს ლამპარდის ნათესავი, სკაი სპორტსის მიმომხილველი და ლივერპულის ყოფილი კაპიტანი - ჯეიმი რედნაპი.

კომენტარები

ბოლო ამბები