Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძეს ACB ლიგის სამი კლუბი ეპატიჟება
  • გრან კანარია მათში ფავორიტია

canarias7.es-ის ინფორმაციით, 25 წლის ბექა ბურჯანაძე შესაძლოა, ესპანურ გრან კანარიაში გადავიდეს. ბურჯანაძემ გუნდში შესაძლოა, ეულის ბაესი შეცვალოს, დომინიკელი მძიმე ფორვარდი. ბაესმა 7 წელი ითამაშა გრან კანარიაში და გუნდის ერთ-ერთი კაპიტანიც იყო. ვეტერანი სამშობლოში, რაფაელ ბარიასში ითამაშებს.

ბურჯანაძეს ბასკურ დელტეკოში კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ გუნდი გავარდნას ვერ გადაარჩინა. გრან კანარიამ მე-12 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ გავიდა. სეზონის შემდეგ კი გუნდში სერიოზული ცვლილებები დაიწყო. 

თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, ბურჯანაძის დამატება ტენერიფესა და ბეტისსაც სურთ, მაგრამ გრან კანარია ფავორიტია. დელტეკოში გასულ სეზონში ის საშუალოდ 11.2 ქულასა და 5.7 მოხსნას აგროვებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები