Thumbnail

კუბო მადრიდში - რეალმა 'იაპონელი მესი' იყიდა

  • ფეხბურთელი, რომლის გამო ბარსას სანქციები დაადეს, რეალში ითამაშებს
  • კუბომ სამეფო კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

მადრიდის რეალმა მორიგი ტრანსფერი დაადასტურა - "სამეფო კლუბის" რიგები "იაპონელმა მესიმ", ტაკეფუსა კუბომ შეავსო. 1-ელი ივლისიდან კუბო 6 წლის განმავლობაში რეალის ფეხბურთელი იქნება. მომავალ სეზონში 18 წლის იაპონელი რეალ კასტილიაში ითამაშებს რაულ გონსალეს ბლანკოს ხელმძღვანელობით. 

კუბოს გუნდი ტოკიო ტალანტის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს მიიღებს. თავად თინეიჯერის პირველი ხელფასი კი სეზონში მილიონი ევრო იქნება. 

შეგახსენებთ, რომ "იაპონელი მესი" უკვე ირიცხებოდა ბარსელონაში, მაგრამ ფიფას სანქციების (2014 წელი) გამო ის უკან, იაპონიაში დაბრუნდა. კუბოს ამოცანა პირველ სეზონში ზინედინ ზიდანისთვის თავის მოწონება იქნება, რომ მან პირველ გუდნში თამაშის უფლება დაიმსახუროს. 

კუბოს უკვე ჰქონდა დებიუტი იაპონიის ეროვნულ ნაკრებში (1 თამაში). 

კომენტარები

ბოლო ამბები