Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი მცველი Transfermarkt-ზე 2 მილიონით გაძვირდა
  • 27 წლის საბა ყველა დროის ყველაზე ძვირად შეფასებული ქართველი ფეხბურთელია
  • საქართველოს ნაკრების TOP 10 უძვირფასესი მოთამაშე Transfermarkt-ის მიხედვით  

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის 27 წლის მცველი საბა კვირკველია, Transfermarkt-ის თანახმად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში უძვირფასესი მოთამაშეა.

ცნობილმა პორტალმა რუსეთის პრემიერლიგისა და ამ ქვეყნის რანგით მეორე, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის მოთამაშეთა სატრანსფერო ფასები 14 ივნისს განაახლა. საბას პირობითი სატრანსფერო ფასი, რომელმაც 2018/19 წლების სეზონში მოსკოვურ გუნდთან ერთად რუსეთის თასი მოიგო და ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, 2 მილიონი ევროთი გაიზარდა და ამჟამად 10 მილიონს შეადგენს! 

საბა კვერკველიამ, რომლემაც გამორიცხული არაა, რუსეთი დატოვოს და კარიერა ევროპაში გააგრძელოს, ქართველ ფეხბურთელებში გიორგი ჩაკვეტაძის ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა. ბელგიური გენტის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი 9 მილიონ ევროდ ფასდება.

საბა კვერკველია ამჟამად რუსეთის პრემიერლიგის 20 უძვირფასეს მოთამაშეს შორისაა

რაც შეეხება რუსეთში მოთამაშე სხვა ქართველი ლეგიონერების სავარაუდო სატრანსფერო ფასებს, შესამჩნევი ზრდაა ტულის არსენალის მცველის, გია გრიგალავას ფასში. 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც ახლახან ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა, შარშანდელთან შედარებით, 750 ათასით გაძვირდა და ახლა 1 750 000 ევრო ღირს. ამ მაჩვენებლით, გია ხუთ უძვირფასეს მოქმედ ქართველ ფეხბურთელს შორისაა.

გაზრდილია 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასიც. მარცხენა გარემარბი, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გაატარა, ბოლო თვენახევარში ლამის ორჯერ გაძვირდა - 24 აპრილს 500 ათასი ევრო ღირდა, ახლა კი 900 ათასი ღირს.

გია გრიგალავა და ხვიჩა კვარაცხელია გიბრალტართან მატჩში სასტარტოში იყვნენ

უცვლელი დარჩა ჯერაც მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის პირობითი სატრანსფერო ფასი, რომელმაც სეზონი კრილია სოვეტოვში იჯარით ჩაამთავრა. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ისევ მილიონი ევრო ღირს. ასევე არ შეცვლილა უფაში მოთამაშე ჯიმი (ჯემალ) ტაბიძის ფასი - 23 წლის მცველი 1 500 000 ღირს. 

რუსეთის რანგით მეორე ლიგის გუნდში, სკა ხაბაროვსკში მოთამაშე ირაკლი კვეკვესკირი შარშან 300 ათას ევროდ ფასდებოდა, ახლა კი 350 ათასამდე გაძვირდა. 

Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების უძვირფასესი ფეხბურთელების ტოპათეულიდან გავარდნენ გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, რომელთა ფასიც მილიონი ევროა. ამავე ათეულში, გრიგალავას გარდა, წინსვლა აქვს ნიკა კვეკვესკირსაც, რომლის ფასიც 1,5 მილიონი ევრო გახდა.

საქართველოს ნაკრები. TOP 10

1. საბა კვერკველია (ლოკომოტივი მ) - €10 მლნ

2. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - €9 მლნ

3. დავით ხოჭოლავა (შახტარი) - €3

4. გიორგი ქვილითაია (გენტი) - €2.5 

5. გია გრიგალავა (არსენალი ტ) - €1.75

6. ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - €1.5

6. ჯიმი ტაბიძე (უფა) - €1.5

6. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - €1.5

6. ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - €1.5

10. ვაკო გვილია (ლუცერნი) - €1.25

10. ლევან ხარაბაძე (ციურიხი) - €1.25

კომენტარები

ბოლო ამბები