Thumbnail

ქართველი ქომაგები მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 'ბორჯღალოსნების' კაპიტანმა სანაკრებო კარიერა 2 წლის წინ დაასრულა
  •  მამუკა გორგოძეს მსოფლიოს თასზე ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ტულონის მორაგბემ, მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს, რუმინეთთან წაგებული თამაშის შემდეგ დაასრულა. გორგოძემ მაშინ განაცხადა, რომ ნაკრებიდან წაგებული არ წავიდოდა და 'ბორჯღალოსნებში' გამოსათხოვარ მატჩს ითამაშებდა. სამწუხაროდ, მამუკამ ტრავმა მიიღო და გამოსამშვიდობებლი მატჩის გამართვა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

საქართველოს ნაკრები 2019 წელს იაპონიაში მსოფლიოს თასზე მეხუთედ ითამაშებს. 'ბორჯღალოსნებს' ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ურუგვაი და ფიჯი ჰყავთ. სოციალურ ქსელში ქომაგები გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვენ! ერთ-ერთმა ქომაგმა, დავით რაფავამ, რომელსაც საზოგადოება ინტელექტუალური თამაშიდან "რა? სად? როდის? იცნობს, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ კარგი იქნება, თუ მსოფლიო თასზე ნაკრებს მამუკა გორგოძე დაუბრუნდება და კიდევ რამდენჯერმე მოირგებს ნაკრების მაისურს. პოსტს უკვე 1000-მდე გაზიარება აქვს.

მამუკამ ადრეც განაცხადა, რომ რაგბი კიდევ უფრო რთული გახდა - შესაბამისად, მის ასაკში ამდენი დატვირთვის გაძლება რთულია და გადაწყვიტა, რომ სანაკრებო კარიერა დაესრულებინა. იგი 34 წლისაა და 14 ივლისს 35 წლის ხდება.

გორგოძემ მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე ითამაშა. მან სამი ლელოს დადება შეძლო - რუმინეთთან, ტონგასთან და ნამიბიასთან. გორგოძეს ნაკრების ფორმა 71-ჯერ აქვს მორგებული, აქედან 13 შემთხვევაში გორგოძე ნაკრების კაპიტანი იყო და 26-ჯერ ლელოთი გამოიჩინა თავი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები