Thumbnail

დიაგნოზი მძიმეა: კლეი ტომპსონი დიდხანს ვეღარ ითამაშებს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კლეი ტომპსონის დიაგნოზი უმძიმესია
  • მან მყესი გაიწყვიტა და მინიმუმ წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

გოლდენ სტეიტს NBA-ს ფინალის წაგება ძვირად დაუჯდა. უორიორსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრავმა, რომელიც კლეი ტომპსონმა ტორონტოსთან გადამწყვეტ, მეექვსე მატჩში მიიღო, ძალიან მძიმეა!

კლეიმ მუხლის მყესი გაიწყვიტა და გოლდენ სტეიტს მინიმუმ წლის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება! ESPN-ის ექსპერტი ადრიან ვოინაროვსკი წერს, რომ ტომპსონს რეაბილიტაციის პერიოდი, შესაძლოა, 2020 წლის თებერვლამდე, ან მარტამდეც კი გაუგრძელდეს.

წაიკითხე5 მიზეზი, რის გამოც ტორონტომ გოლდენ სტეიტი დაამარცხა

29 წლის ტომპსონი მესამე მეოთხედში, ჩატენვის მცდელობისას, დენი გრინის ფოლის შემდეგ დაშავდა. კლეი პარკეტზე დაბრუნდა, საჯარიმოები ჩააგდო, მაგრამ თამაში მაინც ვეღარ გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ ტომპსონამდე გოლდენ სტეიტს კევინ დურანტიც მძიმედ დაუშავდა. ამ უკანასკნელს ოპერაცია უკვე გაუკეთეს. ჯერ კიდევ უცნობია, ითამაშებენ თუ არა დურანტი და ტომპსონი გოლდენ სტეიტში მომავალ სეზონშიც. ზაფხულში ისინი თავისუფალი აგენტები ხდებიან და გუნდის დატოვება შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ მომდევნო სეზონიდან უორიორსი სან ფრანცისკოში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები