Thumbnail

გადაწყვეტილია: მილტონ ჰეიგი ბორჯღალოსნების მწვრთნელი აღარ იქნება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
  • დადასტურდა, რომ მილტონ ჰეიგი თანამდებობას ტოვებს
  • ახალზელანდიელი იაპონურ სანტორი სანგოლიასში ინიშნება

ახლა უკვე ფაქტობრივად ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს!

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2011 წლიდან წვრთნის

სამშაბათს, სპორტული ჟურნალისტი რიჩ ფრიმენი საკუთარ გვერდზე წერდა, რომ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს დატოვებდა და იაპონურ კლუბ სანტორი სანგოლიათს შეუერთდებოდა.

‘რამდენიმე სანდო წყაროსგან შევიტყვე, რომ სანტორიმ მთავარ მწვრთნელად მილტონ ჰეიგი აირჩია, რომელიც კლუბში მუშაობას 2019 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოსთან ერთად ასპარეზობის შემდეგ დაიწყებს!’ - წერდა ფრიმენი.

ახლა, ეს ინფორმაცია სანგოლიასმა ოფიციალურად დაადასტურა!

როგორც ირკვევა, ჰეიგი სანგოლიასს 2019-20 წლების სეზონში უხელმძღვანელებს. გუნდი იაპონიის ხუთგზის ჩემპიონია, წლევანდელ სეზონში კი ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიძლება ჩაიბაროს საქართველოს ნაკრები. ჩვენი ინფორმაციით, რაგბის კავშირს ახალზელანდიელის შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებული აქვს. მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2011 წლიდან წვრთნის. მასთან ერთად 'ბორჯღალოსნებმა' 2015 წლის მსოფლიოს თასზე ორი მატჩის მოგება მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები