Thumbnail
  • Ultimaterugby საქართველოსა და შოტლანდიის მატჩს გამოეხმაურა
  • 3 ქართველი მორაგბე, რომლებმაც მატჩის მოგებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიას მოუგო და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა. უმცროსმა 'ბორჯღალოსნებმა' შოტლანდია ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამარცხეს და ამ ტურნირზე ასპარეზობის ისტორიაში ჯგუფში მე-2 მატჩი მოიგეს.

სარაგბო ვებგვერდმა Ultimaterugby-მ ქართველების შოტლანდიასთან მოგება დააფასა - მათ ბორჯღალოსნების ქამბექი შეაფასეს და სამი საკვანძო მორაგბე დაასახელეს, რომლებმაც ამ მატჩის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

Ultimaterugby-მ იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), დაჩი პაპუნაშვილი (არმია) და თედო აბჟანდაძე (ბრივი) გამოყო. ვებგვერდმა თითოეული მორაგბის წვლილზე ყურადღება გაამახვილა.

იოანე იაშაღაშვილი - მოედანზე ბრწყინვალე იყო. რამდენჯერმე კარგად გაიქცა და რამდენიმე სერიოზული ბოჭვაც შეასრულა, რაც ნამდვილად დაეხმარა საქართველოს.

დაჩი პაპუნაშვილი - შესაძლოა, ის მინდორზე ყველაზე ახალგაზრდა იყო, მაგრამ ნამდვილად გამოცდილი მორაგბის შთაბეჭდილება დატოვა. დარტყმები ზუსტ დროს, რამდენიმე კარგი რეიდი. ხელით თამაშისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაშინვე სცადა გამოსწორება.

თედო აბჟანდაძე - თედოს მინდორზე შემოსვლამ თამაში შეცვალა და საქართველო ფავორიტი გახადა. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იქნება 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასზე.

კომენტარები

ბოლო ამბები