Thumbnail
  • 20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს დრაფტია
  • გოგამ უკვე 2 კლუბში ივარჯიშა და კიდევ 3-ში ეპატიჟებიან
ბოლო მატჩი მეგა ბიმაქსში

მოვლენები 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძესთან დაკავშირებით ელვის უსწრაფესად ვითარდება. როგორც ჩანს, 20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს საინტერესო დრაფტი გველის.

სერბეთის სუპერლიგის პლეი ოფში ცრვენა ზვეზდასთან მარცხის შემდეგ გოგა აგენტთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა.

ცოტა ხნის წინათ, ცნობილი გახდა, რომ NBA-მ ქართველი კალათბურთელი ეგრეთ წოდებულ "მწვანე ოთახში" მიიწვია, მასთან ერთად 14 გამორჩეული ტალანტი მიიწვიეს, ეს კი თითქმის 100%-ით იმის ნიშანია, რომ ბითაძეს "ლატარიის ზონაში" - პირველიდან მე-15 ნომრამდე - აიყვანენ.

არადა, რამდენიმე კვირის წინათ, უფრო რეალური ბითაძის აყვანა დრაფტის პირველი წრის მეორე ნახევარში (17-25) იგულისხმებოდა. 

კიდევ უფრო მეტი - ცნობილი გახდა, რომ გოგა სან ანტონიომ "ვორქაუთზე" მიიწვია და გოგამ იქ უკვე ივარჯიშა, იგივე მოხდა ატლანტაშიც, სადაც გოგა ჰოუკსის მიწვევით იყო! 

📺 გოგას ვარჯიში ატლანტაში 

ვარჯინში ატლანტაში

ამ წუთებში, გოგას ვარჯიში ატლანტა ჰოუქსში 👌🏀 Atlanta Hawks #HawksDraft2019

Posted by Goga Bitadze on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2019

ბითაძე დრაფტამდე კიდევ სამი კლუბის რიგებში ივარჯიშებს: ბოსტონში, შარლოტში და დეტროიტში!
სან ანტონიოს დრაფტის უფლება პირველ წრეში ორჯერ აქვს, მაგრამ მოგვიანებით - მე-19 და 29-ე ნომრები. აი, ატლანტას კი პირველ წრეში სამი არჩევანი აქვს: მე-6, მე-10 და მე-17. 

ბოსტონის არჩევანი: მე-14, მე-20, 22-ე.
შარლოტი: მე-12.
დეტროიტი: მე-15.

გოგა ბითაძე sportskeeda.com-მა სამ საუკეთესო ცენტრს შორის შეიყვანა.  NBA.com-ის ჯულიან ენდრიუსი კი წერს, რომ "გოგა უკვე მზად არის ასოციაციაში სათამაშოდ". 

დაბოლოს, Bleacher Report უკანასკნელი ვარაუდი - მართალია, გამოცემა ისევ ვარაუდობს, რომ მას სან ანტონიო მე-19 ნომრად აიყვანს, მაგრამ დრაფტის TOP 50 ტალანტში გოგა მე-6 ადგილზე გაიყვანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები