Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები მინსკში გაიმართება
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების პრეზენტაცია

21-30 ივნისს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი ევროპის მეორე ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. საქართველოდან სულ 61 სპორტსმენი იასპარეზებს, რომელთაგანაც 6 თავისუფალი სტილით მოჭიდავეა.

გიორგი იანტბელიძის ნაკრებმა 6-ვე წონაში (როგორც დიდ ოლიმპიადაზეა) მოიპოვა ლიცენზია, თუმცა გუნდს ლიდერი გენო პეტრიაშვილი დააკლდა, რომელმაც ტრავმა ჯერ ვერ მოირჩინა.
დღეს იანტბელიძემ მინსკის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც პეტრიაშვილის გარდა, ოპტიმალურია.

საქართველოს ნაკრები

ლაშა ლომთაძე - 57კგ

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - 65კგ

ავთანდილ კენჭაძე - 74კგ

სანდრო ამინაშვილი - 86კგ

ელიზბარი ოდიკაძე - 96კგ

გივი მაჭარაშვილი - 125კგ

გიორგი იანტბელიძე (ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"ეს ევროპული თამაშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომაც დიდი შემართებით მივემგზავრებით, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები