Thumbnail

ფრთხილად, ლა ლიგა გისმენთ! ორგანიზაცია ჰაკერული აპლიკაციისთვის დააჯარიმეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლა ლიგის აპლიკაცია ჰაკერული აღმოჩნდა
  • ორგანიზაცია 250 ათასით დააჯარიმეს

"ელ პაისის" ინფორმაციით, ესპანეთის მონაცემთა დაცვის სააგენტომ (AEPD) ლა ლიგა 250 ათასი ევროთი დააჯარიმა, რადგან ამ ორგანიზაციის მობილური აპლიკაცია არალეგალურად უსმენდა მომხმარებლებს. 

როდესაც ადამიანი ამ აპლიკაციას ჩატვირთავს მობილურში, მას აქვს შესაძლებლობა მიკროფონის საშუალებით უსმინოს მომხმარებელს, დაადგინოს გეოლოკაცია, რისი წყალობითაც გამოირკვეს ის ბარები, სადაც ლა ლიგის თამაშებს არალეგალურად გადასცემენ. ლა ლიგა ყოველწლიურად 400 მილიონი ევროთი ზარალობს იმის გამო, რომ ამ ჩემპიონატის მატჩებს არალეგალურად გადასცემენ. 

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს

ლა ლიგა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რადგან ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ის მხოლოდ პირატულ ჩვენებებს ებრძოდნენ, რომ მათ არასოდეს დაურღვევიათ ადამიანების პრივატულობა, არ მოუსმენიათ მათთვის. 

აპელაციამდე გადაწყდა, რომ 30 ივნისიდან აპლიკაცია არ იქნება ხელმისაწვდომი. 

კომენტარები

ბოლო ამბები