Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ფინალური სერიის მეორე მატჩის მოლოდინში

  • ფინალური სერია: TMC თბილისი 1:0 თელასი
  • მესამე ადგილისთვის: თსუ 1:0 მართვე

ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრები 14-15 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. TMC თბილისის და თელასის დუელში საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება, თსუ და ქუთაისის მართვე და მესამე ადგილისთვის იბრძვიან. 

19:00 საათი / 14 ივნისი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / TMC თბილისი vs თელასი

საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ბრძოლაში TMC თბილისი დაწინაურდა. პირველი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი 2;1 სწორედ საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, TMC თბილისმა მოიგო.  ჩემპიონობისთვის ბრძოლა სამ მოგებამდე გრძელდება და წინ კიდევ მინიმუმ ორი მატჩია. 

16:00 საათი / 15 ივნისი / ქუთაისის სპორტის სასახლე / მართვე (ქუთაისი) vs თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფუტსალის ლიგის თასი მოიგო და თუ ჩემპიონატი სამეულში დაასრულა, ამ გუნდისთვის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება. უნივერსიტეტელებმა პირველ შეხვედრაში იმერლებს დამაჯერებელი ანგარიშით, 4:1 მოუგეს. მეორე თამაში ქუთაისში გაიმართება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

კომენტარები

ბოლო ამბები