Thumbnail

მისტერ ტურ დე ფრანსი კედელს შეეჯახა - ფრუმი სიცოცხლისთვის იბრძვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტურ დე ფრანსის 4-გზის გამარჯვებული სერიოზულ კონდიციაშია
  • ბრიტანელი სპორტსმენისთვის სეზონი დასრულებულია

34 წლის ველოსპორტსმენი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი, "მისტერ ტურ დე ფრანსი" კრის ფრუმი სერიოზულ დაშავდა მას შემდეგ, რაც ის 54 კმ/სთ სიჩქარით კედელს შეასკდა. 

Team Ineos-ის წარმომადგენელმა, რომლის ლიდერიც ფრუმია, დაადასტურა, რომ "კრისი კარგად ვერ არის". ფრუმმა რამდენიმე წამით საჭეს ხელი გაუშვა, რა დროსაც ქარმა წონასწორობა დააკარგვინა და ბრიტანელის ველოსიპედი კედელს შეეჯახა. ფრუმს მრავლობითი მოტეხილობა აქვს, ის შვეულმფრენით სენტ ეტიენის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში გადაიყვანეს ოპერაციისთვის. 

ფრუმმა ავარიისას მენჯის ძვალი გაიტეხა, მოიტეხა იდაყვი და რამდენიმე ნეკნი. ფრუმმა გონება დაკარგა. ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია დაიზიანა თუ არა მან თავი. 

ფრუმი ჰოსპიტალში შველმფრენით გადაიყვანეს

"პირველ რიგში მის სიცოცხლეზე ვზრუნავთ. ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა რჩება რისკები. ის ნამდვილად არ არის კარგ მდგომარეობაში, ეს იყო ძალზე ცუდი ავარია", - უთხრა Radio 5-ს დეივ ბრეილსფორდმა, გუნდის წარმომადგენელმა. 

ინციდენტი ფრანგულ რუანთან მოხდა, "კრიტერიუმ დოფინეს" ველორბოლის მე-4 ეტაპის წინა ვარჯიშზე მოხდა. ფრუმი მორიგი ტურ დე ფრანსისთვის ემზადებოდა, რომელიც 6 ივლისს ბრიუსელში დაიწყება. ფრუმი ტურ დე ფრანსის 4-გზის გამარჯვებულია, მოგების შემთხვევაში კი ის რეკორდს გაიმეორებდა. დიდი ალბათობით, ფრუმისთვის სეზონი დასრულებულია. 

ფრუმმა სამივე გრანდ ტური მოიგო: ტურ დე ფრანსი 4-ჯერ (2013, 2015, 2016, 2017), ჯირო დ'იტალია (2018) და ვუელტა (2017). 

კომენტარები

ბოლო ამბები