Thumbnail

'ხელებს კარგად იქნევს, ჭიდაობა არ იცის' - ხაბიბმა პორიეზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 7 სექტემბერი - ნურმაგომედოვი V პორიე
  • ჩხუბის შესახებ პირველი პრესკონფერენცია გაიმართა...

7 სექტემბერს ხაბიბ ნურმაგომედოვი საშუალო წონის ტიტულს კარიერაში მეორედ დაიცავს. ნურმაგომედოვმა მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ, დისკვალიფიკაციის გამო ოქტაგონზე არ გამოჩენილა.

"დასტინთან ჩხუბის შემდეგ, ტიტულისთვის ბრძოლა ტონი ფერგიუსონს ეკუთვნის და არა კონორს. მაკგრეგორი დანებდა, არ მომკლაო მეხვეწებოდა, ასეთ კაცს კი რემატჩი არ ეკუთვნის, ჯერ-ჯერობით ყოველშემთხვევაში." - ამბობს ხაბიბი.

"პორიეს ბოლო ბრძოლებს თვალს ვადევნებ, საკმაოდ კარგი კრივის ტექნიკა აქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ ვიცი ჩემი ჭიდაობის წინააღმდეგ რას გააკეთებს, როგორ გაუმკლავდება ჩემ ძლიერ მხარეს, თუმცა დაველოდოთ 7 სექტემბერს, წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს."

ხაბიბზე პორიემაც ისაუბრა "მოწინააღმდეგეზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, შესანიშნავი სპორტსმენია. მაგრამ ვეცდები ჩემი გამოცდილებით, შრომით და თავდადებით ისტორია შევცვალო და ეს არის სწორედ ჩემი მოტივაცია."

UFC 242: Press Conference Highlights

The first face-off! Khabib Nurmagomedov vs. Dustin Poirier at #UFC242... can it be Sept 7 yet ⁉️

Posted by UFC on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები