Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 28-22 აშშ
  • 13 ივნისი: საქართველო V ბულგარეთი

საქართველოს ნაკრები IHF ერთა თასის ნახევარფინალშია. მეოთხე ტურში ქართველმა ხელბურთელებმა 28-22 დაამარცხეს აშშ. ჯგუფში პირველობის ბედი ბულგარეთთან მატჩში გაირკვევა, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 13 ივნისს, 18 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია სამი ნახევარფინალისტი: საქართველო, ბულგარეთი და კუბა.         

საქართველო 28-22 აშშ

საქართველო: თევზაძე 14/31, ცინცაძე 2/7 - ცხოვრებაძე 16/9, ჩიქოვანი 9/4, ორჯონიკიძე 9/4, გოგოლაძე 4/3, იმნაძე 3/3,  არსენაშვილი 3/2, მიქავა 3/2, კბილაშვილი 1/1, რუსტამოვი 2/0, დიხამინჯია 1/0, კალანდაძე 2/0, მერკვილაძე,  - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე
 

ამერიკასთან შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა ბათუმის შავი ზღვის ბიჭების წევრმა, ირაკლი გოგოლაძემ, რომელმაც პირველივე ტაიმში 3 დარტყმიდან 3 გოლი გაიტანა.  საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრების გამარჯვება განაპირობეს კაპიტანმა, შოთა თევზაძემ (14 მოგერიებული დარტყმა) და უკანა ხაზმა 28-დან 17 გატანილი გოლით. მატჩის შემდეგ, საუკეთესო მოთამაშის პრიზი ირაკლი ჩიქოვანს გადაეცა.
 
საქართველოს ნაკრები თავიდანვე დომინირებდა. ტაიმის ბოლოსკენ უპირატესობა 7 ბურთამდე ავიდა, შემდეგ ცხრამდე, მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა კი მხოლოდ მოგების განაღდების შემდეგ მისცა მოედანზე გასვლის შანსი ყველა მოთამაშეს.

B ჯგუფს 8-8 ქულით საქართველო და ბულგარეთი ლიდერობენ, მესამე ადგილზე აშშ-ს ნაკრებია 4 ქულით, ნიგერიას და ირლანდიას თითო ქულა აქვთ, მალტა კი ჯერჯერობით უქულოდ ასპარეზობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები