Thumbnail

გასაოცარი არენა გრენლანდიაში - ფეხბურთს აქაც თამაშობენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ფეხბურთი სპორტის N1 სახეობაა
  • გრენლანდიური ფეხბურთი მთებს, ოკეანეებსა და ყინულებს შორის   

ორი აზრის არ არსებობს, ფეხბურთი სპორტის N1 სახეობაა და მას ყველგან, ქვეყნიერების დასალიერშიც კი თამაშობენ, მაგალითად, უკიდურეს ჩრდილოეთში, ატლანტიკური და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეებით გარშემორტყმულ გრენლანდიაზეც. 
 
გრენლანდიას, რომელიც დანიის სამეფოს ავტონომიური ერთეულია, აქვს თავისი ფეხბურთის ფედერაცია და მიუხედავად იმისა, რომ ფიფას წევრი არაა, შიდა ჩემპიონატს ყოველწლიურად ატარებს. 

გრენლანდიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას Coca-Cola GM ეწოდება და მასში 8 კლუბი ასპარეზობს

გრენლანდიის მოსახლეობა 60 ათასსაც არ აღწევს, მის მიწაზე კი ბალახიც გაჭირვებით ხარობს და თანამედროვე სტანდარტების სტადიონებს, რა თქმა უნდა, აქ ვერ ნახავთ. სამაგიეროდ, შეხვდებით  აი, ასეთ არენას - ხელოვნური საფარითა და შთამბეჭდავი პეიზაჟით, რომელიც ადგილობრივ კლუბ G-44-ს ეკუთვნის. ცნობისთვის, გრენლანდიაში მიღებულია კლუბების სახელწოდებების შემოკლება. ამ შემთხვევაშიც - G პირველი ასოა კლუბის სრული სახელწოდებიდან (Godhavn-44 Qeqertarsuaq), 44 კი - დაარსების წელი.  

რაც შეეხება სტადიონს, მას ტრიბუნებიც კი არ აქვს და ალბათ, არც სჭირდება - მთავარია, გიყვარდეს ფეხბურთის, მთების, აისბერგებისა და ოკეანეების ყურება და კომფორტულად როგორმე მოთავსდები.

მთავარია, ფეხბურთი გიყვარდეს, ტრიბუნა და კომფორტი მეორეხარისხოვანია

 

კომენტარები

ბოლო ამბები