Thumbnail

კიდევ ერთი ტრანსფერი რეალში - მადრიდელებმა 300 მილიონზე მეტი დახარჯეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მადრიდის რეალმა ლიონს 47,1 მილიონი ევრო გადაუხდა
  • სამეფო კლუბმა ახალი სეზონისთვის მე-5 ფეხბურთელი დაიმატა

მადრიდის რეალმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა. სამეფო კლუბმა ლიონიდან მარცხენა მცველი ფერლანდ მენდი დაიმატა, რომლის ტრანსფერიც მადრიდელებს 47,1 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ფრანგმა მცველმა სამეფო კლუბთან ხელი 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა. 24 წლის ფეხბურთელი ლიონამდე ლე ავრის ღირსებას იცავდა. ის სწორედ ამ კლუბის აღზრდილია. რეალმა ახალი სეზონისთვის მე-5 ფეხბურთელი დაიმატა: ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, მარტში გაფორმებული ედერ მილიტაო და სანტოსიდან დამატებული როდრიგო, რომელიც კლუბს ივლისში შეუერთდება.

სამეფო გუნდმა უკვე 300 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, რეალი კიდევ აპირებს რამდენიმე მოთამაშის დამატებას.

რეალის ტრანსფერები

ედენ აზარი ჩელსიდან - 150 მილიონი ევრო

ლუკა იოვიჩი აინტრახტიდან - 53 მილიონი ევრო

ედერ მილიტაო პორტოდან - 42,7 მილიონი ევრო

როდრიგო სანტოსიდან - 40 მილიონი ევრო

ფერლანდ მენდი ლიონიდან - 47,1 მილიონი ევრო

🙌 Ferland Mendy is a madridista! ¡Ferland Mendy ya es madridista! #WelcomeMendy | #RealMadrid

Posted by Real Madrid C.F. on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2019

 

კომენტარები

ბოლო ამბები