Thumbnail

იუვენტუსის პატარა ტიფოზის წერილი ბუფონს - ჯიჯი, არ წახვიდე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯანლუიჯი ბუფონი 40 წლის გახდა.
  • პატარა ტიფოზმა ჯიჯის წერილი დაუტოვა.
  • ლეგენდარულმა მეკარემ ბავშვის წერილი წაიკითხა.

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის შეხვედრაში კიევომ საკუთარ მოედანზე იუვენტუსს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ჯანლუიჯი ბუფონმა ტრავმა მოიშუშა და კლუბს დაუბრუნდა. მასიმილიანო ალეგრიმ არ გარისკა და ბუფონი სათადარიგო სკამზე დატოვა. იტალიელი მეკარე 28-იანვარს 40-წლის გახდა. შეხვედრა 27-იანვარს გაიმართა და ჯიჯის სათადარიგო სკამზე იუვენტუსის პატარა გულშემატკივრის წერილი დახვდა.

წერილი ჯანლუიჯი ბუფონს : ''ჯიჯი, დაბადების დღეს გილოცავ. შენ ჩვენთვის კერპი ხარ და გთხოვ, რომ კარიერა არ დაასრულო. გააგრძელე საოცარი სეივების შესრულება.''

ჯიჯის რეაქცია პატარა ტიფოზის წერილზე.

შეგახსენებთ, რომ ბუფონს შანსი აქვს სერია A-ში ჩატარებული მატჩების რეკორდი მოხსნას. ეს რეკორდი პაოლო მალდინის ეკუთვნის. თუ ჯიჯი კარიერას გააგრძელებს, მომდევნო სეზონში, ჩატარებული მატჩების რაოდენობით, პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. იმ შემთხვევაში, თუ კარიერას ზაფხულში დაასრულებს, მალდინის რეკორდი მისთვის მიუღწეველი დარჩება.

► ტალანტები აღარ არიან, ტალანტები! - გულახდილი ინტერვიუ ჯიჯი ბუფონთან

კომენტარები

ბოლო ამბები