Thumbnail

დურანტი: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, კალათბურთი ჩემი სიყვარულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კევინ დურანტის ოპერაციამ კარგად ჩაიარა
  • კალათბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

NBA-ს ფინალური სერიის პლეი ოფის მეხუთე მატჩში ტორონტომ გოლდენ სტეიტთან შეხვედრა დათმო და ახლა სერიაში 3:2-ს იგებს. ამ მატჩში გოლდენს ლიდერი კევინ დურანტი დაუბრუნდა, მაგრამ მან მეორე მეოთხედში ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევა დატოვება მოუწია.

დურანტმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა, რომ მარჯვენა ფეხზე ოპერაცია ჩაიტარა, რომელმაც კარგად ჩაიარა.

''ახლა დაბრუნების დროა. ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ჩემ გვერდით იყვნენ. მივიღე უამრავი შეტყობინება, რომლითაც ხალხი მხარდაჭერას მიცხადებდა. ორშაბათს ვთქვი, რომ ძალიან მტკიოდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ. კალათბურთი ჩემი დიდი სიყვარულია. მსურდა, რომ ჩემს თანაგუნდელებს ზედიზედ მესამე ტიტულის მოგებაში დავხმარებოდი'' - დაწერა დურანტმა ინსტაგრამზე.

დურანტს ზაზა ფაჩულიამ მიმართა

Have a speedy recovery my brother 🙏🏼I know you’ll bounce back💪🏼 Love you bro

Posted by Zaza Pachulia on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები