Thumbnail

E3 2019 | Baldur's Gate 3 - თამაში, რომელსაც თითქმის 20 წელი ველოდით

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ახალი Baldur's Gate, სავარაუდოდ, 2019 წლის მიწურულს გამოვა
  • თამაშზე Divinity: Original Sin-ის სერიების შემქმნელი მუშაობს

E3 2019-ზე უამრავი თამაში დაანონსდა, თუმცა 'ოლდ-სქულ' RPG გეიმერებს ისე არც ერთი არ გახარებიათ, როგორც Baldurs Gate 3. ახალი Baldurs Gate ძველ ტრადიციებს გააგრძელებს და რა თქმა უნდა, კვლავ Dungeons & Dragons-ის საოცარ სამყაროში გვამოგზაურებს. ვისაც ამ სერიის რომელიმე ვერსია უთამაშია, დაგვეთანხმება, რომ ის ლეგენდარული სამაგიდო თამაშის იდეალური ადაპტაციაა.

თამაშის წინა ვერსია - Baldurs Gate II: Throne of Baal თითქმის 20 წლის წინ, 2001 წელს გამოვიდა და მისით Bhaalspawn საგა დასრულდა. იმის შესახებ, თუ როგორ გაგრძელდება ისტორია, ბევრი დეტალი არ ვიცით. სამაგიეროდ, უკვე გვაქვს სამი დამაჯერებელი მიზეზი იმისთვის, რომ Baldur's Gate 3-ს მოუთმენლად დაველოდოთ.

Divinity: Original Sin-ის შემქმნელები

Baldur's Gate-ს ფანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ - მათი საყვარელი ფრენჩაიზი კარგ ხელშია. Larian Studios ბელგიაში დაფუძნებული დეველოპერია, რომელმაც ლეგენდარული Divinity: Original Sin სერიები შექმნა. სწორედ ამ კომპანიამ გადაიბარა თამაშის შექმნის პატივი BioWare-სგან და ფაბლიშერებისგან - Interplay და Black Isle Studios.

მუშაობის პროცესში Larian-მა Dungeons & Dragons-ის გამომქვეყნებელი - Wizards of the Coast დაიხმარა და როგორც აცხადებენ, Baldurs Gate ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია პროექტია, რომელზეც მათ ოდესმე უმუშავიათ.

100 საათი

რა თქმა უნდა, სტუდია დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს. უახლეს პრეს რელიზში ვკითხულობთ, რომ Baldurs Gate 3-ში - '100 საათზე მეტი კონტენტია'. 

თამაში Google Stadia-ს პარალელურად გამოდის და დეველოპერი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მათი პროდუქტი ახალ პლატფორმასთან შესაბამისობაში იყოს. როგორც ამბობენ, იმისთვის, რომ თამაშით სრულყოფილად ისიამოვნოთ, მისი მულტიფლეერ რეჟიმით უნდა ისარგებლოთ.

Baldur's Gate 3-ის თრეილერი აუცილებლად უნდა იხილოთ

პლატფორმების მრავალფეროვნება

Larian Studios-მა ცალსახად განაცხადა, რომ Baldur's Gate, მიუხედავად Google Stadias-თან ახლო კავშირისა, ექსკლუზიურად ამ პლატფორმაზე არ იქნება ხელმისაწვდომი. დეველოპერს სურს თამაშის გამოსვლამდე ყველას გააგებინოს, რომ მათი პროდუქტით სიამოვნების მიღება თითქმის ყველა პოპულარული კონსოლის, თუ პერსონალური კომპიუტერის მფლობელს შეეძლება.

Baldur's Gate-ის გამოქვეყნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. Larian Studios ამბობს, რომ თამაში მანამ არ გამოვა, სანამ 'ისეთი არ იქნება, როგორსაც იმსახურებს'. ამის მიუხედავად, უკვე ცნობილია, რომ თამაში Google Stadia-ს გამოქვეყნებიდან მალევე იქნება ხელმისაწვდომი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Baldur's Gate 3-ს 2019 წლის ნოემბრიდან უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები