Thumbnail

21 წლის უელსელი - იუნაიტედმა სულშერის პირველი ტრანსფერი დაადასტურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იუნაიტედმა 21 წლის უელსელი დამატება დაადასტურა
  • 'მოუთმენლად ველი სულშერთან შეხვედრას' - ამბობს ჯეიმსი

სეზონის დასრულების შემდეგ, ოლე გუნარ სულშერმა თავისი პირველი ტრანსფერი მალევე გააკეთა და £15 მილიონად სუონსიდან ახალგაზრდა უელსელი - დენიელ ჯეიმსი დაიმატა.

"დენიელი შესანიშნავი ახალგაზრდა ფლანგის მოთამაშეა, მასში ყველაზე მეტად შრომის და ვარჯიშის ეთიკა მომწონს. სუონსიში კარგი სეზონი ჩაატარა და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იუნაიტედის მოთამაშე გახდეს."

ჯეიმსის ლიდსში ტრანსფერი იანვარში ჩაიშალა, შემდეგ 21 წლის უელსის ნაკრების წევრით ბრაიტონიც იყო დაინტერესებული, თუმცა მამამისის დაღუპვიდან 1 თვის თავზე იუნაიტედი გამოჩნდა...

"ძალიან ვამაყობთ მე და ჩემი ოჯახი ამ ცვლილებით, სამწუხაროდ მამაჩემი ვერ მოესწრო ამ დღეს. მოუთმენლად ველი ოლესთან (სულშერი) შეხვედრას, გუნდის გაცნობას და ვარჯიშის დაწყებას."

კომენტარები

ბოლო ამბები