Thumbnail
  • msn.com-ის 25 საუკეთესო დუელი სპორტის ისტორიაში
  • ლეგენდები ერთმანეთის წინააღმდეგ სპორტში და ცხოვრებაში

msn.com-მა 25 ყველაზე დიდი ინდივიდუალური დუელი ჩამოთვალა სპორტის, როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ სახეობებში. მარადონა თუ პელე, ფედერერი თუ ნადალი, რონალდო თუ მესი - ეს ის თემებია, რომლებიც პლანეტაზე სპორტის მოყვარულ მილიონობით ადამიანს აინტერესებდა და აინტერესებს. 

როჯერ ფედერერი V რაფაელ ნადალი

დუელი, რომელზეც თანამედროვე ჩოგბურთში ყველაზე ბევრს ლაპარაკობენ - შვეიცარიელი მაესტრო უშიშარ ესპანელს 39-ჯერ დაუპირისპირდა.

მართალია, ნადალმა ამ 39 მატჩიდან 24 მოიგო, მაგრამ "დიდი სლემის" მოგებული ტიტულების მიხედვით რეკორდსმენი ფედერერია - 20 ტიტული. როლან გაროსზე მორიგი გამარჯვების შემდეგ ესპანელი მას მიუახლოვდა - 18 ტიტული.

მიუხედავად იმისა, რომ მათი დაპირისპირებები ყოველთვის უშეღავათო ბრძოლებში მიმდინარეობს, რაფა და როჯერი ყოველთვის კარგ, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. 

კრიშტიანო რონალდო V ლიონელ მესი

თანამედროვე ფეხბურთის ორი საუკეთესო მოთამაშე. მათ ჯამში 10-ჯერ მოიგეს პლანეტის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული "ოქროს ბურთი", თითოეულმა ხუთჯერ. 

თუ მესი ბარსელონას ერთგულია და ამ კლუბის მაისურით 603 გოლი გაიტანა, რონალდოს სპორტინგში, მანჩესტერ იუნაიტედში, რეალში და იუვენტუსში უთამაშია და მის ანგარიშზე 601 საკლუბო გოლია.

ტაიგერ ვუდსი V ფილ მიკელსონი 

სტატისტიკის მიხედვით, ტაიგერი თანამემამულეს ბევრად აღემატება - ვუდსმა 15 მეიჯორი მოიგო, მიკელსონმა - 5. თუმცა "ცაცია" ლამის ერთადერთი გოლფერია, რომელიც ოსტატობითა და შესაძლებლობებით ტაიგერს არ ჩამორჩებოდა. 2018 წელს ამ ორს შორის ლას ვეგასში არაოფიციალური დუელი გაიმართა, რომელიც მიკელსონმა მოიგო და შინ 9 მილიონი დოლარიც წაიღო.

ლარი ბერდი V მეჯიქ ჯონსონი

ყველაფერი NCAA-ს 1979 წლის ჩემპიონატიც დაიწყო, როცა მეჯიქმა დაამარცხა ბერდი.

NBA-ში მათი დუელი უკვე საკლუბო დაპირისპირებას მიება - ბერდის ბოსტონი მეჯიქის ლეიკერსის წინააღმდეგ. ეს უკვე მართლაც დიდი დუელი იყო.

მათი დაპირისპირებების პიკი 1984-1987 წლებზე მოდის, როდესაც ჩემპიონატს ხან ერთი კლუბი იგებდა, ხან მეორე.

ჯო ფრეზერი V მუჰამად ალი

1971 წლის მათ საჩემპიონო ბრძოლას ბევრი პროფესიული კრივის ისტორიაში საუკეთესო ჩხუბად მიიჩნევს. ეს იყო ბევრი თვალსაზრისით სიმბოლური დაპისპირება - კულტურული, პოლიტიკური...ნიუ იორკში ფრეზერმა ალის პროფესიულ რინგზე პირველი მარცხი მიაყენა, ალიმ შური სამი წლის მერე იძია...

აირტონ სენა V ალენ პროსტი

ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება ორ დიდ პილოტს შორის. პროსტმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 4-ჯერ მოიგო, სენამ - 3-ჯერ. 1988-91 წლებში ორივე მაკლარენში გამოდიოდა. მათ ერთმანეთი არ უყვარდათ, 1993 წელს ბრაზილიელმა ფრანგს მშიშარაც კი უწოდა. 

ბიორნ ბორგი V ჯონ მაკინროი

ბორგი, მშვიდი შვედი და მაკინროი, ცეცხლოვანი ამერიკელი - კორტზე ისინი კონტრასტულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ისინი ერთმანეთს 14-ჯერ დაუპირისპირდნენ და 7-7-ჯერ იმარჯვეს. ყველაზე ცნობილი დუელი 1980 წელს უიმბლდონზე გაიმართა, ეს იყო 5-სეტიანი თრილერი, ბორგმა იმარჯვა, მაკინროიმ კი შური ერთი წლის შემდეგ იძია. შვედმა 11-ჯერ მოიგო დიდი სლემის ტურნირები, ამერიკელმა - 7-ჯერ.

მაიკ ტაისონი V ევანდერ ჰოლიფილდი

1997 წელს მათ დაპირისპირებაში სპორტში მეტად უჩვეულო და არცთუ საამაყო ეპიზოდი მოხდა, როცა ტაისონმა ჰოლიფილდს ყური "მოაჭამა". მაიკს დისკვალიფიკაცია ელოდა. ისინი რინგზე სულ ორჯერ დაუპირისპირდნენ.

დიეგო მარადონა V პელე

პელე-მარადონას დაპირისპირება დროში არ დაემთხვა, ამის მიუხედავად მსოფლიოში ფეხბურთის ფანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა იყო - ვინ იყო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბრაზილიელი თუ არგენტინელი.

ბუნებრივია, ისინი მოედანზე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

პელემ მუნდიალი სამჯერ მოიგო, არგენტინელმა ერთხელ, მაგრამ 1986 წელს მისი თამაში მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პელემ ნაკრებში 77 გოლი გაიტანა, მარადონამ - 34. 

შტეფი გრაფი V მონიკა სელეში

დეკადის განმავლობაში გრაფმა და სელეშმა ერთმანეთში 15 საოცარი მატჩი ითამაშეს. ფორჰენდების დიდოსტატმა გრაფმა აქედან 10 მოიგო. გრაფმა 22 გრანდ სლემი მოიგო, სელეშმა - 9. 

ტომ ბრეიდი V პეიტონ მენინგი

თანამედროვე ამერიკული ფეხბურთის ორი საუკეთესო კვორტერბეკი. ბრეიდისა და მენინგის გუნდები ერთმანეთს 17-ჯერ დაუპირისპირდნენ. პლეი ოფებში 5 დაპირისპირებიდან მენინგის გუნდმა 3 მოიგო.

ბილ რასელი V უილტ ჩემბერლენი

გასული საუკუნის 60-იანი წლების დიდი საკალათბურთო დაპირისპირება. ეს წყვილი პლეი ოფის 8 სერიაში დაუპირისპირდა ერთმანეთს, რასელმა 7 მათგანი მოიგო.

მათი მეგობრობა მაშინ დასრულდა, როცა რასელმა ჩემბერლენს სიმულიანტი უწოდა. ისინი ერთმანეთს 20 წელი არ ელაპარაკებოდნენ, სანამ რასელმა საჯაროდ არ მოიბოდიშა, მხოლოდ მაშინ შეურიგდა ბილს უილტი.

ჟოზე მოურინიო V პეპ გვარდიოლა

თანამედროვე ფეხბურთის ორი დიდი მწვრთნელი. ერთ დროს ორივე ბობი რობსონის ბარსელონაში იყო, მოურინიო, როგორც თანაშემწე-მთარგმნელი და გვარდიოლა, როგორც ფეხბურთელი. მათი გუნდები რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. დაპირისპირებების პიკი კი 2010-12 წლებზე მოდის, როცა გვარდიოლას ბარსელონა და ჟოზეს რეალი კლასიკოში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ურთიერთდაპირისპირებაში კატალონიელი იგებს 11 მოგება და 6 ფრე 22 დუელიდან.

სხვა დიდი დაპირისპირებები

ტედ უილიამსი და ჯო დი მაჯო

ტედ უილიამსი V ჯო დი მაჯო (ბეისბოლი)
საჩინ ტენდულკარი V შეინ ვერნი (კრიკეტი)
ბობი ფიშერი V ბორის სპასკი (ჭადრაკი)
როი კინი V პატრიკ ვიეირა (ფეხბურთი)
პიტ სამპრასი V ანდრე აგასი (ჩოგბურთი)
ხუან მანუელ მარკესი V მანი პაკიაო (კრივი)
მარტინა ნავრატილოვა V კრის ევერტი (ჩოგბურთი)
ჯეკ ნიკლაუსი V არნოლდ პალმერი (გოლფი)
სერენა უილიამსი V ვინუს უილიამსი (ჩოგბურთი)
შაკილ ო'ნილი V კობი ბრაიანტი (კალათბურთი)
სტივენ ჰენდი V რონი ო'სალივანი (სნუკერი)
სტივ ოვეტი V სებასტიან კო (მძლეოსნობა)

გამოკითხვა

ვინ გახდება ფინალების MVP?

  • კავაი ლეონარდი
  • სტეფ კარი
  • კლეი ტომპსონი
  • დრეიმონდ გრინი
  • პასკალ სიაკამი
  • კაილ ლოური
  • მარკ გასოლი
  • ანდრე იგუდალა

კომენტარები

ბოლო ამბები