Thumbnail

წაგება MercedesCup-ზე - ბასილაშვილმა ბალახის სეზონი წარუმატებლად დაიწყო  

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6, 2:6, 5:7
  • 2019 წელს ბასილაშვილმა ფუჩოვიჩთან სამჯერ წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) ბალახის სეზონი წარუმატებლად გახსნა - შტუტგარტში დაწყებულ MercedesCup-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში უნგრელ მარტო ფუჩოვიჩთან სამ სეტში წააგო - 7:6 (7:4), 2:6, 5:7.

ნიკა ტურნირზე მე-4 ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში ისვენებდა. 2019 წელს ბასილაშვილი ფუჩოვიჩს უკვე მეოთხედ შეხვდა და მესამედ დამარცხდა - როტერდამი, მონაკო და შტუტგარტი და მხოლოდ რომში დაჯაბნა მეტოქე.

"მერსედესის თასი" ATP-ს 250-იანი სერიის ტურნირია, გამარჯვებული სწორედ 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ისევე, როგორც €117 050-ს. 

კომენტარები

ბოლო ამბები