Thumbnail

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბაჯელიძის გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს დაუპირისპირდება
  • ამხანაგური მატჩები 14 და 17 ივნისს გაიმართება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებას. ლევან ბაჯელიძის გუნდი 14 და 17 ივნისს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნულ ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი 17:00 საათზე დავით პეტრიაშვილი არენაზე ჩატარდება. მომავალი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 9 ივნისიდან ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი)

მცველები: ნინო სუთიძე (ნიკე, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე, თბილისი), მარიამ ჯანიკაშვილი (კაპრერა, იტალია)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარაგიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი (კატანია, იტალია), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (პაოკი, საბერძნეთი), თამრიკო სალუქვაძე (ლანჩხუთი), ანა კულდონაშვილი (კარპერა, იტალია)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (იზმირ ქონაკ ბელედიესპორი, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე (ედნისტ-პლისკი, უკრაინა), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ანა პოღოსიანი (ჩხოროწყუ)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები B ჯგუფში იტალიის, დანიის, ბოსნია ჰერცეგოვინის, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფების პირველ ადგილოსნებთან ერთად სამი საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს. მეორე ადგილზე გასული კიდევ ექვსი გუნდი პლეი-ოფის გზით გაარკვევს  საგზურის მფლობელის ვინაობას. კონტინენტის პირველობას 2021 წლის ივლისში ინგლისი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები