Thumbnail

'არ ვიცი, ესპანეთში დავრჩები თუ არა' - ანტუან გრიზმანი გაურკვევლობაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 27 წლის ფეხბურთელს მადრიდის ატლეტიკოს დატოვება გადაწყვეტილი აქვს
  • მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა ჯერ კიდევ არ იცის, კარიერას სად გააგრძელებს
  • ფრანგი ბარსელონასაც სურდა, თუმცა ბოლო დროს ტრანსფერზე არაფერი ისმის

ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მადრიდულ კლუბსა და მის გულშემატკივარს დაემშვიდობა, ახლახან თავის მომავალზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არაფერი აქვს გარკვეული. 

იწერებოდა, რომ 28 წლის ფრანგის დამატებით, სხვებთან ერთად, ბარსელონაც არის დაინტერესებული, რომელსაც ფეხბურთელის გადაბირება ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში სურდა, თუმცა, ბოლო დროს ამ ტრანსფერზე არაფერი ისმის.  

"ცოტაც მოითმინეთ. პირველ რიგში, თავად მსურს გავარკვიო ჩემი მომავალი, მაგრამ ამ დროისთვის მოცდაა საჭირო. არ ვიცი, დავრჩები თუ არა ესპანეთის ჩემპიონატში. შესაძლოა, ორი კვირის შემდეგ რაღაც გაირკვეს", - აქვეყნებს მსოფლიოს ფრანგი ჩემპიონის ნათქვამს ესპანური მედია.

ანტუან გრიზმანის ბოლო მატჩი ლოს კოლჩონეროსში

გასულ სეზონში გრიზმანმა საკლუბო დონეზე 48 მატჩში ითამაშა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 10 საგოლე პასი. ფრანგ ფორვარდს ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, 1-ელი ივნისიდან კი ანტუანის გადაბირების მსურველისთვის, პირგასამტეხლო თანხა 200 მილიონი ევროდან 120 მილიონამდე დაეცემა.

ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოში 2014 წელს, ბასკური რეალ სოსიედადიდან გადავიდა. ატლეტიკოსთან ერთად მან უეფას სუპერთასი, ევროპალიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • მარსელო იუვენტუსში
  • ხუან მატა ბარსელონაში
  • გარეთ ბეილი ტოტენჰემში
  • რომელო ლუკაკუ ინტერში
  • ფილიპე კოუტინიო იუნაიტედში

კომენტარები

ბოლო ამბები